მოგესალმებით ბრიტანეთის საბჭო საქართველოში

ჩვენ ვაკავშირებთ სწავლის შესაძლებლობების და შემოქმედებითი იდეების მქონე ადამიანებს ბრიტანეთიდან. ინგლისური ენის შესწავლა გსურთ, სწავლება, გამოცდის ჩაბარება, ბრიტანეთში სწავლა თუ ჩვენი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის გაგება, შეგიძლიათ დაიწყოთ აქ.

ღონისძიებები

ვიწვევთ მთარგმნელებს, რედაქტორებს 

2014 წლის 9 დეკემბერს "საქართველოს საკანონმდებლო მაცნესთან" გაფორმებული ინსტიტუციონალური მნიშვნელობის შეთანხმების საფუძველზე საკანონმდებლო მაცნე აცხადებს მთარგმნელობითი ცენტრის მთარგმნელების შესარჩევ კონკურსს. დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე

 

ვიწყებთ ზამთრის სემესტრს ბავშვების, მოზარდებისა და ზრდასრულებისთვის!

მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ 2014 წლის 15 დეკემბერიდან დავიწყეთ რეგისტრაცია ინგლისური ენის კურსებზე ზამთრის სემესტრისთვის. რეგისტრაცია გაგრძელდება 2015 წლის 11 იანვრის  ჩათვლით. მეცადინეობები დაიწყება 2015 წლის 12 იანვარს. დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე

კულტურის მენეჯმენტის განვითარების ხელშეწყობის პროგრამა აჭარაში

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და ბრიტანეთის საბჭო აცხადებენ ერთობლივ  პროგრამას რომლის მიზანია კულტურის მენეჯმენტის განვითარების ხელშეწყობა აჭარის რეგიონში.

აჭარის რეგიონიდან დიდი ბრიტანეთის წამყვანი უნივერსიტეტების მაგისტრატურაში სასწავლებლდ ყოველწლიურად გაემგზავრება ორი სტუდენტი.

დეტალური ინფორმაცია პროგრამის, ვადებისა  და აპლიკაციების შემოტანის  შესახებ გთხოვთ იხილოთ ბმულზე