იურიდიული ინგლისური

 ეს კვალიფიკაცია ადასტურებს, რომ თქვენ გაქვთ ინგლისური ენის აუცილებელი უნარ-ჩვევები იმისთვის, რომ წარმატებულად იმუშავოთ საერთაშორისო სამართლის სფეროში. 

კემბრიჯის ინგლისური: Legal (ILEC)

კემბრიჯის ინგლისური: Legal ასევე ცნობილია International Legal English Certificate (ILEC) სახელწოდებით. ეს კვალიფიკაცია თქვენს დამქირავებლებს უჩვენებს, რომ თქვენ გაქვთ აუცილებელი უნარ-ჩვევები იმისთვის, რომ  საერთაშორისო სამართლის სფეროში წარმატებულად იმუშავოთ.

კვალიფიკაციის დონე: Advanced = B2 და C1 ერთიანი ევროპული ჩარჩოს მიხედვით.

 ვინ აბარებს ამ გამოცდას?

ეს გამოცდა უნდა ჩააბაროთ იმ შემთხვევაში, თუ მუშაობთ ან გსურთ იმუშავოთ საერთაშორისო სამართლის სფეროში. ILEC უჩვენებს დამქირავებლებს, რომ თქვენ შეგიძლიათ საერ

თაშორისო სამართლის ინგლისურენოვან გარემოში ეფექტურად მუშაობა. გამოცდის ჩასაბარებლად უნდა შეგეძლოთ: 

ხელშეკრულებების, წესდებების და იურიდული ხასიათის ანალიტიკური დოკუმენტების წაკითხვა და გაგება 

იურიდიული შინაარსის განხილვებისა და პრეზენტაციების გაგება და მათში მონაწილეობა

იურიდიული წერილების, ჩანაწერებისა და წინადადებების შედგენა.

 

რა ფორმატში ტარდება გამოცდა? 

გამოცდა ოთხი ნაწილისგან შედგება. გამოცდის პირველი სამი ნაწილი ერთ დღეს ტარდება, ხოლო მეტყველების კომპონენტისთვის, შესაძლოა, განსხვავებულ დღეს მისვლა დაგჭირდეთ. მეტყველების ტესტი ორი გამომცდელის მიერ ტარდება, გამოცდის კიდევ ერთ კანდიდატთან ერთად. გამოცდის კითხვები ეფუძნება თემებსა და დავალებებს იურიდიული სფეროდან.  

კემბრიჯის იურდიული ინგლისური კითხვა წერა მოსმენა
დასაშვები დრო 1 სთ 15 წთ 1 სთ 15 წთ 40 წთ
ულები (საერთო მაჩვენებლის %) 25% 25% 25%

კემბრიჯის ინგლისური: იურიდიული ინგლისურის გამოცდები საქართველოში

კემბრიჯის ინგლისური: იურიდიული ინგლისურის გამოცდები საქართველოში

დარეგისტრირდით იურიდიული ინგლისურის გამოცდაზე საქართველოში

შეიტყვეთ, სად და როდის შეგიძლიათ ჩააბაროთ კემბრიჯის იურიდიული ინგლისურის გამოცდა და დაადგინოთ გამოცდის ღირებულება.

რას ველოდოთ გამოცდის დღეს?

წერითი გამოცდების შედეგები ცნობილი გახდება გამოცდის დღიდან ოთხიდან ექვს კვირაში, ხოლო კომპიუტერის მეშვეობით ჩაბარებული გამოცდის შემთხვევაში - გამოცდის დღიდან ორი კვირის განმავლობაში.  

რატომ ბრიტანეთის საბჭო?