ბრიტანეთის საბჭოს პროგრამა Crafting Futures ხელს უწყობს ტრადიციული რეწვის განვითარებას მთელ მსოფლიოში.  პროგრამა ხელს უწყობს  ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ გაძლიერებას ცოდნის შეძენის და რესურსებზე წვდომის საშუალებით. პროექტები, რომლებიც Crafting Futures პროგრამის ფარგლებში ხორციელდება ეფუძნება გამოცდილების გაცვლას და ტრადიციული რეწვის ოსტატთა პროფესიული დონის განვითარებას  კვლევის, თანამშრომლობის და განათლების საშუალებით.

საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში, პროგრამა Crafting Futures ქმნის დიდ ბრიტანეთსა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებს შორის ახალი პარტნიორული კავშირების დამყარების და გამოცდილების გაცვლის შესაძლებლობებს. პროგრამა მხარს უჭერს კვლევებს და საგანმანათლებლო ინიციატივებს, რომლებიც ორიენტირებულია  ტრადიციულ რეწვასა და ხელნაკეთი ნივთების განვითარებაზე. პროგრამის მიზანია შემოქმედებითი საქმიანობის ხარისხის შენარჩუნება და უწყვეტი განვითარება. პროგრამა Crafting Futures ეხმარება დიზაინერებს და ტრადიციული რეწვის ოსტატებს მიიღონ გამოცდილება და  აძლევს მათ საშუალებას მიწვდნენ ახალ ბაზრებსა და აუდიტორიას, რაც ხელს უწყობს ცოდნის ამაღლებას ტრადიციული რეწვისა და ხელნაკეთი ნივთების შესახებ და მხარს უჭერს ცოდნის გაზიარებას სექტორის მასშტაბით.

უკვე რამდენიმე წელია, პროგრამა ხორციელდება  სამხრეთ და აღმოსავლეთ აზიის,  და ლათინური ამერიკის ქვეყნებში. პროგრამის მიზნები თანხვედრაშია  გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მდგრადი განვითარების მიზნებთან, კერძოდ: 

  • მიზანი 4: ტრადიციული რეწვის სფეროშო განათლება და სამეწარმეო უნარების ტრენინგები შემოქმედებითი ხარისხის გაუმჯობესების მიზნით. ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება კვლევებისა და სახელმძღვანელო კრებულების საშუალებით მთელი მსოფილიოს მასშტაბით.  
  • მიზანი 5:  ტრადიციულ რეწვაში დასაქმებული  ქალების აღიარება და ეკონომიური გაძლიერება. 
  • მიზანი 8: ახალგაზრდების ჩართულობა ხელს უწყობს კრეატიულობას და ინოვაციურობას ყველასთვის და ღირსეული სამუშაო პირობების შექმნას და ინკლუზიურ ზრდას. 
  • მიზანი 10: უთანასწორობის შემცირება ძველისა და ახლის, ხელნაკეთისა და ციფრულის, სასოფლოს და სამოქალაქოს, კულტურულისა და ეკონომიკურის გაერთიანებით, რაც უზრუნველყოფს მათ თანასწორობას.  
  • მიზანი 12: მდგრადი და ეთიკური პროდუქტის განვითარება და მისი გამოყენება ეკოლოგიური მდგრადობის უზრუნველყოფის და პროდუქტის მრავალჯერადი მოხმარების მიზნით. 
  • მიზანი 17: ყველა პროექტი უნდა განხორციელდეს საერთაშორისო თანამშრომლობის და ცოდნის გაზიარების გზით.

პარტნიორობები Crafting Futures პროგრამის ფარგლებში

პროგრამის ძირითადი დიზაინი და შედეგი დაფუძნებულია თანამშრომლობაზე რომელმაც უნდა უზრუნველყოს  ტრადიციულ რეწვის ოსტატთა შორის საერთაშორისო თანამშრომლობა, რომელიც თავის მხრივ ხელს შეუწყობს ტრადიციული რეწვის სამომავლო განვითარებას და სექტორის საერთო პრობლემების გადაჭრას.  ჩვენ ვთანამშრომლობთ  პარტნიორ ორგანიზაციათა ქსელთან დიდ ბრიტანეთში და ვეხმარებით მათ მოიძიონ პარტნიორები პროგრამის მონაწილე ქვეყნებში  ერთობლივი პროექტების განხორციელების მიზნით.

2019 წელს, ბრიტანეთის საბჭო პროგრამას იწყებს საქართველოში და აგრეთვე აზერბაიჯანში,  სომხეთში,  უზბეკეთში, ყაზახეთსა და ყირგიზეთში. ვიწვევთ პროგრამაში მონაწილეობით დაინტერესებულ  პოტენციურ პარტნიორებს. პროგრამაში ჩართვა სხვადასხვა მიზნით არის შესაძლებელი:

  • სტრატეგიული პარტნიორობა (მაგ: კონსულტაცია ან ინფორმაციის გავრცელება)
  • პარტნიორობა პროექტის განხორციელებისას
  • კვლევების ჩატარება
  • მონაწილეობის მიღება გამოფენებში, კონფერენციებში, ფორუმებსა და დისკუსიებში
  • მედია და კონტენტ პარტნიორობები   

მნიშვნელოვანია, რომ Crafting Futures პროექტების განხორციელებისას გათვალისწინებულ იქნას ადგილობრივი საზოგადოების ინტერესები და საჭიროებები. ჩვენ ასევე ვუზრუნველყოფთ გამჭვირვალე გარემოს და თანაბარ შესაძლებლობებს პოტენციური პარტნიორებისთვის, რომელთაც სურთ პროგრამაში ჩართვა.  

ვის შეუძლია პროგრამაში მონაწილების მიღება? 

პროგრამით დაინტერესებულ პირთა განაცხადების შეგროვებით ჩვენ ვიმედოვნებთ მივიღოთ ინფორმაცია იმ ორგანიზაციების შესახებ, რომლებიც ამჟამად მუშაობენ საქართველოში, აზერბაიჯანში,  სომხეთში,  უზბეკეთში ყაზახეთსა და ყირგიზეთში,  და იზიარებენ პროგრამის მიზანს და დაინტერესებულნი არიან პროგრამის შემდგომი განვითარებით. განაცხადების მიღების დასრულების შემდეგ, ჩვენ დავუკავშირდებით შერჩეულ  ორგანიზაციებს, მოვიწვევთ მათ  ღონისძიებებზე და ვიმსჯელებთ პროექტების ფორმატისა და თანამშრომლობის შესახებ. 

ვიწვევთ პარტნიორებს, რომელებიც დაინტერესებულნი არიან გამოცდილების გაზიარებით და თანამშრომლობის განვითარებით საერთაშორისო დონეზე; ესენი შეიძლება იყონ: 

  • ასოციაციები, კოოპერატივები და ტრადიციული რეწვის ოსტატთა გაერთიანებები
  • წარმომადგენლობითი ორგანიზაციები, რომლებიც ტრადიციული რეწვის სექტორს წარმოადგენენ. მაგ: რეწვის საბჭოები, ან სამთავრობო ორგანოები
  • ორგანიზაციები, რომლებიც მუშაობენ დიზაინერებთან, რეწვის ოსტატებთან და მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციებთან.
  • უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები და  პროფესიული სასწავლებლები, სადაც ისწავლება გამოყენებითი ხელოვნება და/ან დიზაინი.
  • მუზეუმები ან სხვა კულტურული ორგანიზაციები, სადაც წარმოდგენილია რეწვის ნიმუშები.
  • მედია პლატფორმები, რომლებიც გვამცნობენ რეწვისა და დიზაინის შესახებ.
  • პლატფორმები, რომლებიც არ სპეციალიზდებიან ტრადიციული რეწვითი ხელოვნებით, თუმცა აქვთ კავშირი  აღნიშნულ სფეროსთან და სურთ განავითარონ თანამშრომლობა ტრადიციული რეწვის კუთხით, როგორიცაა მოდის კვირეულები, დიზაინერული ივენთები, ახალგაზრდული და ქალთა ორგანიზაციები, ხელოვნებისა და კულტურის ფესტივალები, კულტურული მემკვიდრეობის ორგანიზაციები და ა.შ.  

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ სათანამშრომლოდ ვიწვევთ  ორგანიზაციებს და არა ფიზიკურ პირებს. 

განაცხადებს ასევე მივიღებთ სავაჭრო ორგანიზაციებისგან, თუმცა გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ პროგრამის მიზანი არ არის სავაჭრო საქმიანობა. 

სად გავგზავნოთ განაცხადი 

ამ ეტაპზე განაცხადების მიღება დასრულდა 2019 წლის 10 მაისს.

 

 დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე office@ge.britishcouncil.org