Crafting Futures არის სამწლიანი პროგრამა რომელიც ხელს უწყობს ტრადიციული რეწვის განვითარებას მთელს მსოფლიოში

ბრიტანეთის საბჭოს პროგრამა Crafting Futures ხელს უწყობს ტრადიციული რეწვის და მაში ჩართული რეწვის ოსტატების პროფესიული დონის განვითარებას.   

პროგრამა ხელს უწყობს  ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ გაძლიერებას 

ეკონომიკურ გაძლიერებაში ვგულისხმობთ:  ცოდნის შეძენას და ინოვაციის დანერგვას, სექტორის ეკონომოკურ ზრდასთან ერთად.

სოციალურ გაძლიერებაში ვგულისხმობთ ტრადიციული რეწვის მნიშვნელობის დაფასებას და რეწვის პრაქტიკის უფრო ფართოდ გავრცელებას.

კულტურულ გაძლიერებაში ვგულისხმობთ: გაქრობის გზაზე არსებული რეწვის პრაქტიკის და ტრადიციების დაცვასა და განვითარებას და ახალგაზრდა თაობის მხრიდან ამ საქმიანობის გაგრძელებას, ინოვაციების შემოტანას.

პროგრამა „Crafting Futures“ მიზნად ისხავს სექტორში ტრადიციული რეწვის აქტუალობის ზრდის საშუალებით კულტურული იდენტობის გაძლიერებას, ახალი ბაზრების და ახალი აუდიტორიების წვდომასა და შემოქმედებითი პროცესის ხარისხის გაუმჯობესებას.

პროგრამის საშუალებით გაუმჯობესდება ხელნაკეთი ნივთების ხარისხი, ტრადიციული რეწვის ოსტატებს მიეცემათ პროფესიული ცოდნის განვითარების, კიდევ უფრო დახელოვნების და პრაქტიკული გამოცდილების  შეძენის შესაძლებლობა. Crafting Futures პროგრამის ფარგლებში აღნიშნულ მიზნებს მივაღწევთ  კულტურათაშორისი გაცვლის შესაძლებლობის წახალისებით, ბრიტანულ და ადგილობრივ ორგანიზაციებს თუ პარტნიორებს შორის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებით. პროექტები, რომლებიც პროგრამის ფარგლებში განხორციელდება წარმოაჩენს მსოფლიო თანასაზოგადოების როლს და პასუხისმგებლობას ტრადიციული რეწვის მომავალ განვითარებაში. 

პროგრამა ხორციელდება სამხრეთ კავკასიის და ცენტრალური აზიის ექვს ქვეყანაში.

ამ განყოფილებაში

Crafting Futures - პროგრამის აქტივობები 2020

ბრიტანეთის საბჭოს პროგრამა Crafting Futures ხელს უწყობს ტრადიციული რეწვის განვითარებას. იგი ხელს უწყობს ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ გაძლიერებას ცოდნის შეძენით და რესურსებზე წვდომით.

პარტნიორობები Crafting Futures პროგრამის ფარგლებში

პარტნიორობებს ცენტრალური ადგილი უჭირავს პროგრამის დიზაინსა და შედეგებში, მიზნად ისახავს რა საერთაშორისო თანამშრომლობას ტრადიციული რეწვის მომავლისთვის.