ბრიტანეთის საბჭო ქართველ და ბრიტანელ პარტიორებთან მუშაობს პროგრამის წლევანდელი აქტივობების განხორციელებაზე

პროგრამის ძირითადი დიზაინი და შედეგი დაფუძნებულია თანამშრომლობაზე რომელმაც უნდა უზრუნველყოს  ტრადიციულ რეწვის ოსტატთა შორის საერთაშორისო თანამშრომლობა, რომელიც თავის მხრივ ხელს შეუწყობს ტრადიციული რეწვის სამომავლო განვითარებას და სექტორის საერთო პრობლემების გადაჭრას.  ჩვენ ვთანამშრომლობთ  პარტნიორ ორგანიზაციათა ქსელთან დიდ ბრიტანეთში და ვეხმარებით მათ მოიძიონ პარტნიორები პროგრამის მონაწილე ქვეყნებში  ერთობლივი პროექტების განხორციელების მიზნით.

პროგრამა Crafting Futures ოფიციალურად დავიწყეთ დიდი ბრიტანეთი/საქართველო 2019 სეზონის ფარგლებში - „Crafting Futures“ პარტიორთა ფორუმით, რომელიც 7-8 ნოემბერს გაიმართა და მასში მონაწილეობდნენ წარმომადგენლები  დიდი ბრიტანეთიდან, სამხრეთ კავკასიიდან და ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან. 

პროგრამის „Crafting Futures“ პარტიორთა ფორუმი ჩატარდა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით და ხელოვნების საერთაშორისო ცენტრთან თანამშრომლობით.

ფორუმზე პირველად შეიკრიბებნენ ტრადიციული რეწვის სფეროში დასაქმებული  ოსტატები აზერბაიჯანიდან, საქართველოდან, სომხეთიდან, უზბეკეთიდან, ყაზახეთიდან, ყირგიზეთიდან და დიდი ბრიტანეთიდან.

ანაზღაურებადი სტაჟირება კვლევის ასისტენტი

ბრიტანეთის საბჭოს  CRAFTING FUTURES პროგრამის მიმდინარე პროექტის „ოსტატი“-ს  ფარგლებში პლიმუთის ხელოვნების კოლეჯი (Plymouth College of Art) და  ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი  ახცადებენ კვლევის ასისტენტის ანაზღაურებად სტაჟირებას. 

ჩამოტვირთეთ განცხადება აქვე