ვიდეო-ფიჩ კონკურსი Big Idea Challenge პროგრამაში მონაწილე ქვეყნების ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს შექმნან და მსოფლიოს გააცნონ საკუთარი ინოვაციური „სტარტაპები“.
სამი საკონკურსო კატეგორია ყველა იდეას თანაბარ შანსს აძლევს - იქნება ეს შესანიშნავი ბიზნეს საწარმო, არაჩვეულებრივი კრეატიული პროექტი თუ თქვენ უბრალოდ გინდათ სამყარო ცოტათი უკეთესი გახდეს. კონკურსის სამი კატეგორია:
- ციფრული ტექნოლოგიები
- სოციალური ზეგავლენა
- კრეატივი
ჩვენ ასობით საკონკურსო იდეა შემოგვივიდა და ძალიან რთული იყო ფინალისტების რიცხვის 63-მდე დაყვანა - მათ შორის 9 გუნდი საქართველოდან შეირჩა.
ამის შემდეგ უკვე თქვენზე იყო დამოკიდებული არჩევანი, შესაბამისად, 2 კვირიანი ხმის მიცემის შედეგად საქართველოდან გვყავს ოთხი გამარჯვებული - თითო-თითო სამივე კატეგორიიდან და ერთიც ონლაინ კენჭისყრით შერჩეული (ხალხის რჩეული) და მათ შორის საუკეთესო - ქვეყნის ჩემპიონი. იხილეთ ინფორმაცია თითოეული გამარჯვებულის შესახებ აქვე.