ამ კურსის შესახებ

თავდაჯერებულად  ისაუბრეთ ინგლისურად

ეს  კურსი იდეალურია მათთვის, ვისაც სურს გაიუმჯობესოს მოსმენის უნარი, ისაუბროს მეტი თავდაჯერებულობით და უფრო წარმატებული კომინიკაცია დაამყაროს. ჩვენი საუბრის უნარ-ჩვევებისა  და გამოთქმის გასაუმჯობესელი კურსი დაგეხმარებათ იმუშაოთ კომუნიკაციის ყველა ასპექტზე. 

ჩვენ დაგეხმრებით, განივითაროთ მოსმენის უნარ-ჩვევა, იმისთვის, რომ უკეთ ჩაებათ საუბარში. 

თქვენ  გაიმჯობესებთ ლექსიკურ მარაგს; ჩვენ  დაგეხმარებით, ისაუბროთ უფრო თავისუფლად სხვადასხვა სიტუაციებში. საუბრის უნარ-ჩვევებს გაიუმჯობესებთ სხვადასხვა როლურ თამაშებში, დებატებში, მინი პრეზენტაციებსა და დისკუსიებში მონაწილეობით. 

ამ კურსზე გასწავლით, ისაუბროთ მეტი თავდაჯერებულობით. 

ივარჯიშებთ მოსმენის უნარის გასაუმჯობელებლად, შეიძენთ საჭირო ლექსიკას, რომლის საშუალებითაც უფრო თავისუფლად დაამყარებთ კომუნიკაციას

საუბრის უნარ-ჩვევებისა და გამოთქმის გაუმჯობესების კურსზე თქვენ შეძლებთ: 

  • ისაუბროთ უფრო თავისუფლად და გაიუმჯობესოთ საკომუნიკაციო უნარ-ჩვევები
  • ისწავლოთ აუცილებელი ტექნიკა და ფრაზები ყოველდღიურ სიტუაციებში კომუნიკაციისათვის
  • დაამყაროთ კომუნიკაცია მეტი თავდაჯერებულობითა და ნაკლები შეცდომებით
  • გაიუმჯობესოთ გამოთქმა
  • გაიუმჯობესოთ ლექსიკური მარაგი

კალენდარი და ფასები

დღეები და დროები

ზაფხულის არდადაგების განმავლობაში გთავაზობთ 16 საათიან კურსს. გაკვეთილები ჩატარდება კვირაში ორჯერ. კურსის ხანგრძლივობაა 4 კვირა.

გაკვეთილები ჩატარდება სამშაბათობით და ხუთშაბათობით. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, სხვადასხვა დონის ჯგუფებს შესაძლოა განსხვავებული ცხრილი ჰქონდეთ. კონკრეტული ჯგუფის ცხრილს შეგატყობინებთ კურსზე დარეგისტრირების  შემდეგ. 

ზაფხულის სემესტრი 09/07/2019 01/08/2019

ღირებულება

კურსის ტიპი კურსის ხანგრძლივობა ღირებულება
საუბრისა და გამოთქმის გასაუმჯობესებელი კურსი 16 საათი 290 ლარი