ვსწავლობთ ინგლისურს - ვიდეოისტორიები

გაიუმჯობესეთ მოსმენის უნარები დიდი ბრიტანეთის კულტურის ამსახველი შესანიშნავი ვიდეოისტორიების საშუალებით

ივარჯიშეთ მოსმენის უნარებზე ამ ლამაზად  დასურათებული ვიდეოაპლიკაციის მეშვეობით, რომელიც წარმოგიდენთ მოკლე ვიდეოსიუჟეტებს დიდი ბრიტანეთის კულტურის შესახებ. გაეცანით ინგლისური ენის ისტორიას, ეწვიეთ ლონდონის მუზეუმებს და დაათვალიერეთ დიდი ბრიტანეთის სხვადასხვა ღირშესანიშნაობები მაღალი ციფრული ხარისხის 24 ვიდეოისტორიის მეშვეობით.    

კამპანია GREAT Britain წარმოადგენს დიდი ბრიტანეთის მთავრობის და ბრიტანეთის საბჭოს ერთობლივ პროდუქტს, რომლის მიზანია დიდი ბრიტანეთის პოპულარიზება საერთაშორისო მასშტაბით და ბრიტანეთის, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო ქვეყნის წარმოჩენა მოგზაურობის, სწავლის თუ ბიზნესის კეთების კუთხით.   

ეს აპლიკაცია დაგეხმარებათ:

  • ივარჯიშოთ მეტყველების უნარებში ვიდეოსიუჟეტის ყურების და პარალელურად, მოძრავი აუდიოტექსტის კითხვის შედეგად
  • გაიუმჯობესოთ ტექსტის გაგების უნარები, ვიდეოფირის შენელების ფუნქციის გამოყენების შედეგად
  • ისწავლოთ ახალი სიყვები თითოეულ სიუჟეტში მოცემული მნიშვნელოვანი ახალი სიტყვების განმარტებათა შედეგად
  • შეამოწმოთ, თუ რამდენად კარგად და სრულად გაიგეთ მოსმენილი მასალა, თითოეული ვიდეოისტორიის დასასრულს მოცემული სავარჯიშოს შედეგად   

საუკეთესო აპლიკაციაა ინგლისურის სასწავლად. ვიდეოისტორიები საინტერესოა; მით უფრო, რომ მათ სუბტიტრები და ტექსტები მოყვება. ვიდეო დიდ ბრიტანეთთან დაკავშირებულ სხვადასხვა თემას ასახავს, რაც ინგლისურ ენას გარკვეულ კონტექსტში წარმოაჩენს.“