დააჩქარეთ კარიერული წინსვლა გამოცდილ მასწავლებლებთან ერთად, რომლებიც გაგიძღვებიან სწავლის პროცესში, ჩვენ გთავაზობთ საინტერესო სასწავლო მოგზაურობას სასურველ შედეგამდე მისასვლელად.
დაუთმეთ დრო თქვენს მომავალს
როგორიც არ უნდა იყოს თქვენი ამბიციები, ჩვენ მზად ვართ, დაგეხმაროთ მათ რეალობად ქცევაში გაკვეთილების ფართო არჩევანით, რომლებზე დასწრება შეგიძლიათ ნებისმიერი თანმიმდევრობით, თქვენთვის მოსახერხებელ დროს.
თითოეულ გაკვეთილზე ჩვენი მასწავლებლები დაგეხმარებიან, რომ ინგლისურ ენაზე ისაუბროთ რეალური სიტუაციების შესაბამისად. შეგიძლიათ, აირჩიოთ თქვენთვის შესაფერისი თემები ორი სასწავლო ვარიანტიდან - სამსახურებრივი მიზნებისთვის და ინგლისური ყოველდღიური ურთიერთობებისთვის და აიმაღლოთ თავდაჯერებულობა თითოეული გაკვეთილით.
სწავლება, რომელიც თავდაჯერებულობას გმატებთ
MyClass კურსის მასწავლებლებმა იციან, როგორ მიიღონ საუკეთესო შედეგი თითოეული მოსწავლის შემთხვევაში. კომუნიკაციური მეთოდის გამოყენებით ჩვენი მასწავლებლები ჩაგიტარებენ 90-წუთიან გაკვეთილებს, რომლებიც მოიცავს საუბრის, წერის, კითხვისა და მოსმენის უნარებზე მუშაობას.
თქვენ ასევე შეისწავლით ახალ ლექსიკას, ივარჯიშებთ სწორ წარმოთქმაზე, გრამატიკასა და თავისუფლად მეტყველებაში, ამაში დაგეხმარებათ მეგობრული სასწავლო გარემო.
სწავლის შედეგი რომ საუკეთესო იყოს, თქვენივე დონის მოსწავლეებთან ერთად ისწავლით. ჩვენი ინგლისური ენის გაკვეთილები შეესაბამება უცხოური ენების სწავლების ერთიან ევროპულ სქემას (CEFR).