myClass არის ჩვენი ახალი, მოქნილი სასწავლო სისტემა ინგლისური ენის ცოდნის გასაუმჯობესებლად. myClass-ის მეშვეობით, თქვენ აკონტროლებთ თქვენივე პროგრესს. თქვენ თავად შეგიძლიათ აირჩიოთ გაკვეთილები, რომლებიც ყველაზე მეტად ერგება თქვენს ინტერესებს და გრაფიკს.

სწავლება მიმდინარეობს კვალიფიციურ, გამოცდილ მასწავლებლებთან ონლაინ სივრცეში. ენის შესწავლისთვის თქვენ გექნებათ წვდომა სხვადასხვა უფასო ონლაინ სასწავლო მასალასთან, რათა ივარჯიშოთ ინგლისურში ნებისმიერ დროსა და ადგილას.

ინგლისური ყოველდღიურ ცხოვრებაში

გაკვეთილები  აგებულია რეალური თემებისა და პრაქტიკული დავალებების ირგვლივ.

ხელსაყრელი, მოქნილი გრაფიკი

myClass-ის საშუალებით არ მოგიწევთ დაელოდოთ ახალი სემესტრის დაწყებას. როგორც კი დარეგისტრირდებით, შეძლებთ შეუერთდეთ სასწავლო პროცესს  გაკვეთილის დაწყებამდე ერთი წუთით ადრეც კი.

აკონტროლეთ თქვენი სასწავლო პროცესი

კურსზე დარეგისტრირებისას ჩვენგან მიიღებთ მომხმარებლის საიდენტიფიკაციო სახელსა და პაროლს სასწავლო კურსის გვერდზე დასარეგისტრირებლად. ეს დაგეხმარებათ თავად მართოთ კურსის მსვლელობა და თვალყური ადევნოთ პროგრესს.

უფრო დიდი არჩევანი

myClass პორტალზე ონლაინ დაჯავშნის სისტემაში შეძლებთ აირჩიოთ გაკვეთილის თარიღი, დრო, თემა და მასწავლებელი თქვენი სურვილისა და გრაფიკის მიხედვით. გარდა ამისა, შეგძლებთ შეცვალოთ თქვენი არჩევანი გაკვეთილის დაწყებამდე 24 საათით ადრეც კი.

არ იხდით გაცდენილი მეცადინეობის საფასურს

გააუქმეთ თქვენი მეცადინეობა გაკვეთილის დაწყებამდე სულ მცირე 24 საათით ადრე და თქვენ არ გადაიხდით თანხას გაცდენილი მეცადინეობისთვის.

სასწავლო მასალა

ყოველ გაკვეთილზე განსხვავებულ სასწავლო მასალას მიიღებთ. შეგიძლიათ შეინახოთ ეს მასალები myClass-ის  პორტალზე.

ვისთვის არის ეს სასწავლო კურსი?

myClass შეიქმნა მათთვის, ვისი გრაფიკიც დატვირთულია. კურსი მიზნის სწრაფად მიღწევაში დაგეხმარებათ.

რას ისწავლით?

გაკვეთილები აგებულია რეალური  თემებისა და პრაქტიკული დავალებების ირგვლივ.

აიმაღლეთ თავდაჯერებულობა საუბარსა და მოსმენაში

  • განივითარეთ რეალურ, ცხოვრებისეულ სიტუაციებში საუბრის უნარი
  • მიიღეთ შეფასება (რეგულარული უკუკავშირი) თქვენი აკადემიური მოსწრების შესახებ

აქტიურად გამოიყენეთ ინგლისური ენა გაკვეთილზე

  • გაიუმჯობესეთ ინგლისური ენის ცოდნა
  • შეისწავლეთ აუცილებელი ლექსიკა, გრამატიკა და სასარგებლო ფრაზები 
  • გაკვეთილის განმავლობაში იმუშავეთ გამოთქმაზე, რათა თქვენ ბუნებრივად და თავისუფლად შეძლოთ საუბარი.

კლასგარეშე დავალებები

განიმტკიცეთ ცოდნა გრამატიკაში, ლექსიკაში, მოსმენასა და კითხვაში, სახალისო და ინტერაქტიული ონლაინ სავარჯიშოების შესრულებით.

როგორ დააკვირდებით საკუთარ პროგრესს?

  • ბრიტანეთის საბჭოში თქვენ არ სწავლობთ ინგლისურს დამოუკიდებლად. ჩვენი პროფესიონალი მასწავლებლები გეხმარებიანთ თვალყური ადევნოთ თქვენს პროგრესს მთლიანი კურსის განმავლობაში, თქვენი შეფასებისთვის განკუთვნილი დავალების საშუალებით.
  • ყოველ მე-10 გაკვეთილზე მასწავლებელი ოფიციალურად შეაფასებს თქვენს პროგრესს გაკვეთილზე ჩატარებული სასაუბრო დავალების საშუალებით და აგიტვირთავთ თქვენს ქულას ვებგვერდზე.
  • ჩვენი ონლაინ სისტემა საშუალებას გაძლევთ ნახოთ თქვენი ზოგადი ქულა და გავლილი გაკვეთილების რაოდენობა.

კურსის სტრუქტურა

კურსი შედგენილია ექსკლუზიურად ბრიტანეთის საბჭოს სტუდენტებისთვის.

გთავაზობთ გაკვეთილებს დილის, შუადღისა და საღამოს საათებში, კვირაში 6 დღე.

ვიცით, რომ თქვენი გრაფიკი ცვალებადია და რომ ყველა სტუდენტს განსხვავებული სწავლის ტემპი აქვს. ამიტომ, არ გვაქვს შეზღუდვები კლასების მინიმალურ ან მაქსიმალურ რაოდენობაზე.

myClass გაძლევთ სრულ თავისუფლებას აირჩიოთ თქვენთვის სასურველი გაკვეთილები, სასურველი თანმიმდევრობით. შეგიძლიათ ხელახლა დაჯავშნოთ თქვენს მიერ უკვე გავლილი გაკვეთილი - გასამეორებლად.

თითოეული საფეხური მოიცავს სწავლების 120 საათს. თითოეული გაკვეთილის ხანგრძლივობაა 1.5 სთ. ერთი საფეხურის წარმატებით დასასრულებლად თქვენ უნდა გაიაროთ მინიმუმ 80 გაკვეთილი. მაქსიმალური პროგრესი მიიღწევა გაკვეთილების მაქსიმალურ რაოდენობაზე დასწრებით.

გაიგეთ თქვენი ინგლისურის ცოდნის დონე, დაჯავშნეთ უფასო კონსულტაცია და გაიარეთ ენის დონის დასადგენი ტესტი.