თუ გსურთ, დახვეწოთ თქვენი პრეზენტაციის წარდგენის, ეფექტური ელექტრონული წერილის წერის, კოლეგებთან და ბიზნეს პარტნიორებთან ურთიერთობის უნარები, მაშინ აირჩიეთ ჩვენი ერთ-ერთი კურსი, რომელიც დაგეხმარებათ განავითაროთ კომუნიკაციის უნარები ჩვენი მაღალკვალიფიცირებული სპეციალისტების დახმარებით.

პროფესიული უნარების კურსი ძირითადად შესაბამისი უნარების გაუმჯობესებაზე უფრო არის ორიენტირებული, ვიდრე ინგლისური ენის ცოდნაზე, თუმცა თქვენ გაიუმჯობესებთ სამუშაო სივრცეში გამოსაყენებელ ინგლისურს.

შედეგს დაუყოვნებლივ დაინახავთ 8 მოდულისგან შემდგარი ტრეინინგ კურსების გავლის შემდეგ, განივითარებთ რა იმ უნარ-ჩვევებს, რომლებიც ყველაზე მეტად გჭირდებათ და დაუყოვნებლივ დაიწყებთ რა ახლად შეძენილი ცოდნის გამოყენებას. 

იყავით მოქნილი ერთი ან მეტი კურსის არჩევისას. თავად განსაზღვრეთ, რა ინტენსივობით გსურთ სწავლა. რეალურ დროში, ონლაინ სწავლება მასწავლებლებთან ერთად, გაძლევთ შესაძლებლობას შემოუერთდეთ ჩვენს სემინარებს ნებისმიერი ადგილიდან.

სიღრმისეულად გაეცანით პრაქტიკულ კონტექსტს, რეალური და ავთენტური კომუნიკაციური აქტივობების, შემთხვევების შესწავლისა და სამოქმედო გეგმების მეშვეობით. ჩვენი მოდულის პროგრამები გთავაზობთ დეტალურად გაწერილ სასწავლო გეგმას და გეხმარებათ გააძლიეროთ თქვენი შესაძლებლობები კურსის განმავლობაში. მონაწილეები სპეციალისტებისა და ჯგუფის სხვა წევრებისგან მიიღებენ უკუკავშირს. ასევე, მათ ექნებათ თვითშეფასების შესაძლებლობა, რათა დაისახონ მიზნები, გააკეთონ საკუთარი პროგრესის მონიტორინგი და დაგეგმონ თუ როგორ შეიძლება მოახდინონ დაგროვებული ცოდნის სამუშაო გარემოში რეალიზება.

ისწავლეთ პროფესიონალებთან ერთად ჩვენს კურსებზე, რომლებიც შექმნილია მსოფლიოს ბიზნეს ექსპერტებთან თანამშრომლობით. ისინი ასევე იყენებენ უახლეს, თანამედროვე აკადემიური აზროვნებისა და კვლევით გამოცდილებას. გარდა უნივერსიტეტის დიპლომებისა და ინგლისურის, როგორც უცხო ენის სწავლებაში აღიარებული კვალიფიკაციებისა, ჩვენი სპეციალისტები ფლობენ პროფესიული უნარების კურსების ჩატარებისთვის საჭირო აკრედიტაციას. 

ჩვენი ტრენერები:

ჰანა შაჰინა

აკადემიური ზრდასრულების და კორპორაციული კურსების კოორდინატორი, ბრიტანეთის საბჭოდან კიევში.

სპეციალისტი კორპორატიული კლასების სწავლებაში, მასწავლებელთა ტრენინგში, ონლაინ და პირისპირი კურსების ჩატარებასა და პროფესიული უნარების წერით კურსებში.

კატერინ მარტინკევიჩი

ტრენერ კონსულტანტი, ბრიტანეთის საბჭოდან კიევში.

სპეციალისტი ონლაინ და პირისპირი კურსების ჩატარებასა და პროფესიული უნარების წერით კურსებში.

განათლების ადმინისტრირების მაგისტრი, პროფესიული განვითარების პროგრამების მაგისტრი, ინგლისური და გერმანული ენების ბაკალავრის ხარისხი წარჩინებით, ტრენინგ ცენტრი NILE-ის სერთიფიკატი ენის სწავლების მენეჯმენტში, საერთაშორისო სახლის სერტიფიკატი აკადემიური მენეჯმენტში, კებრიჯის  DELTA და CELTA კვალიფიკაცია.

ინფორმაცია კურსის შესახებ: 

ინგლისური ენის დონე: მინიმუმ B2

ინფორმაცია კურსის შესახებ: მეცადინეობები ტარდება ონლაინ რეჟიმში ვირტუალურ კლასებში ჩვენს ტრენერებთან. ჯგუფში სტუდენტთა რაოდენობა 6-12. სტანდარტული კურსი დაყოფილია 8 მოდულად, რომელიც ჯამში 12 საათს შეადგენს. თითოეული მოდულის ხანგრძლივობა შეადგენს 90 წუთს. თითოეული კურსის ხანგრძლივობა შეადგენს 4 კვირას, კვირაში 3 საათი, შაბათ ან კვირა დღეს.

საქმიანი კორესპონდენცია

საშუალებას გაძლევთ გაეცნოთ თანამედროვე საქმიანი კორესპოდენციის საფუძვლებს. ანალიზისა და პრაქტიკული საქმიანობის საშუალებით თქვენ შეისწავლით როგორ უნდა დაგეგმოთ და დაარედაქტიროთ სხვადასხვა დოკუმენტები. თქვენ ასევე დაწერთ „case study” ნიმუშების  ტექსტს და გამოიყენებთ 5 C პრინციპს,ას (სრულყოფილი, მკაფიო, მოკლე, სწორი, თავაზიანი), რათა თანდათანობით დახვეწოთ ეს უნარი სემინარების განმავლობაში.

სწავლის შედეგები

სემინარებზე დასწრების შემდეგ თქვენ შეგეძლებათ:

  • თავი იგრძნოთ უფრო თავდაჯერებულად აწარმოოთ თანამედროვე საქმიანი კორესპოდენცია.
  • მოახდინოთ თქვენი იდეების კომუნიკაცია უფრო ეფექტურად.
  • გამოიყენოთ წერითი უნარები სამსახურში თქვენი პროფესიული იმიჯის გასაუმჯობესებლად.

დროისა და სტრესის მართვა

თქვენ შეისწავლით მუშაობის დროს თქვენი დროისა და სტრესის დონის უკეთესად მართვის სტრატეგიებს. თქვენ შესაძლებლობა გექნებათ გაეცნოთ დავალებების პრიორიტეტულად დალაგების სხვადასხვა ტექნიკას, დროის ფუჭად ხარჯვასთან გამკლავებას და თქვენი და სხვა ადამიანების მართვას. თქვენ მონაწილეობას მიიღებთ გამოკითხვაში, თამაშებში, დისკუსიებსა და ვიდეო კლიპებში, რომლებიც დროის მართვის ტექნიკას უკავშირებს თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებას.

სწავლის შედეგები

ამ კურსების გავლის შემდეგ, თქვენ შესაძლებლობა მოგეცემათ:

  • შეადგინოთ თქვენი სამუშაო დღის განრიგი.
  • უფრო ეფექტურად გააანალიზოთ და პრიორიტეტებად დაალაგოთ თქვენი სამუშაოს მოცულობა.
  • უკეთესად მართოთ თქვენი სტრესი.
  • ფოკუსირდეთ თქვენს ამოცანაზე და თავი აარიდოთ ხელისშემშლელ ფაქტორებს.

შეარჩიეთ კურსი:

კურსის დასახელება

ხანგრძლივობა

თარიღი და დრო

საქმიანი კორესპოდენცია

8 მოდული/4 კვირა/შაბათობით

კურსი იწყება 14.11.2020/11.30-14.45

დროისა და სტრესის მენეჯმენტი

4 მოდული/2 კვირა/შაბათობით

კურსი იწყება 12.12.2020/11.30-14.45 

ფასები და ფასდაკლებები

8 მოდულიანი კურსის ღირებულება შეადგენს 400 ლარს.

4 მოდულიანი კურსის ღირებულება შეადგენს 240 ლარს. 

  • 10%-იანი ფასდაკლება ერთზე მეტი კურსის ერთდროულად შეძენისას
  • 10%-იანი ფასდაკლება ერთგული მომხმარებლებისთვის, ეს  ეხება ყველა სტუდენტს, რომელიც myClass კურსზე სწავლობს ჩვენთან.