გაიცანით ზრდასრულთა კურსის მასწავლებლები

საქმისადამი ერთგული და მოტივირებული ჩვენი მასწავლებლები შეესაბამებიან კვალიფიკაციის უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებს და აქვთ ზრდასრულთათვის ინგლისური ენის სწავლების მდიდარი გამოცდილება.    

მასწავლებელთათვის დაწესებული ჩვენი მინიმალური მოთხოვნებია:

  • სრული უმაღლესი განათლება ან შესაბამისი კვალიფიკაცია 
  • სერთიფიცირებული განათლება ინგლისურის, როგორც უცხო ენის სწავლების კვალიფიკაციით, როგორიცაა კემბრიჯის უნივერსიტეტის პროგრამა CELTA ან ლონდონის „თრინითის“ კოლეჯის პროგრამა CertTESOL
  • მასწავლებლად მუშაობის მინიმუმ ორი წლის გამოცდილება 
  • ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა და პრაქტიკული გამოყენება 

ნინო ჭკადუა

ინგლისურ ენას... შეუძლია ადამიანებს შეუცვალოს ცხოვრება  და გაუფართოვოს ჰორიზონტი. 

„ინგლისური ენის სწავლება დიდ სიამოვნებას მგვრის, ვინაიდან ვიცი, რომ ინგლისურს შეუძლია შეცვალოს ადამიანთა ცხოვრება და გააფართოვოს მათი ჰორიზონტი“

ნინომ ინგლისური ენა უცხო ენების ინსტიტუტში ისწავლა. მოგვიანებით მან ინგლისური ენის სწავლების საერთაშორისო სერთიფიკატები (CELTA და DELTA) და შესაბამისი კვალიფიკაცია შეიძინა. ინგლისური ენის მასწავლებლად სრული დატვირთვით მუშაობის გარდა, ნინო ჩვენი ცენტრის ძალიან გამოცდილი მენტორია. 

ნინოს უყვარს საკუთარი საქმე; იგი სიამოვნებით ეხმარება ინგლისური ენის შემსწავლელებს, განავითარონ ენის უნარ-ჩვევები და ისწავლონ ინგლისურ ენაზე თავისუფლად კომუნიკაცია. 

რუსუდან ხოდელი

მე ძალიან მომწონს, რომ სტუდენტებს ინგლისურის სწავლებისას კულტურის ასპექტსაც ვაცნობთ"

„ვცდილობ, ჩემს მოსწავლეებს ინგლისური ენის შესწავლის პროცესში კულტურის ასპექტები წარმოვუჩინო. ხელოვნების სფეროში მიღებული ჩემი თავდაპირველი განათლება მეხმარება, განვავრცო ჩვენი აკადემიური პროგრამები დიდი ბრიტანეთის კულტურის ამსახველი მასალებით. ზოგჯერ გაკვეთილებს ეროვნულ მუზეუმში ვატარებ და მათთვის ფილმების ჩვენებას და ლიტერატურულ შეხვედრებს ვაწყობ - ამ ყველაფერს დიდ სიამოვნებით ვაკეთებ“

რუსუდანი 7 წელზე მეტია ინგლისურ ენას ასწავლის. ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტზე სწავლის დასრულების შემდგომ მან ინგლისური ენის მასწავლებლობა გადაწყვიტა და ამ მიზნით ენის სწავლების პროფესიული კვალიფიკაცია შეიძინა.

რუსუდანს აქვს CELTA, IHBET და CAM სერთიფიკატები; იგი ინგლისურ ენას მოზარდებს და უფროსი კლასების მოსწავლეებს რამდენიმე ჰუმანიტარული პროფილის სკოლაში ასწავლიდა. ბრიტანეთის საბჭოში მუშაობა რუსუდანმა 2012 წლის ივლისში დაიწყო.