MyWordbook 2 app logo

გაიმდიდრეთ ინგლისური ლექსიკა ამ ინტერაქტიული აპლიკაციის საშუალებით

ისწავლეთ და გაიმეორეთ ყველაზე მნიშვნელოვანი და ხშირად გამოყენებული ინგლისური სიტყვები ჩემი WordBook 2-ის დახმარებით, რომელიც შემუშავებულია ბრიტანეთის საბჭოს და კემბრიჯის უნივერსიტეტის გამომცემლობის მიერ ერთობლივად. ინტერაქტიული ფლეშბარათები გამოსახულებებით და გახმოვანებით  დაგეხმარებათ, დაიხსომოთ ახალი სიტყვები, ხოლო გამეორების ფუნქცია საშუალებას გაძლევთ, კატეგორიებად დაჰყოთ სიტყვები, რომლებიც იცით და რომლებზეც მეტი პრაქტიკული მუშაობა გესაჭიროებათ.  

ეს ინტერაქტიული აპლიკაცია დაგეხმარებათ: 

  • ისწავლოთ ძირითადი აუცილებელი სიტყვები კემბრიჯის უნივერსიტეტის გამომცემლობის მიერ შერჩეული თემატიკის ირგვლივ, როგორიცაა საკვები, ტრანსპორტი და ტანსაცმელი
  • გაიმდიდროთ ლექსიკა, რათა შეძლოთ ინგლისურად უკეთესად საუბარი და მოსმენილის გაგება 
  • გახსოვდეთ ნასწავლი მასალა და ივარჯიშოთ ახალ სიტყვებზე ყოველთვის, როდესაც დრო გექნებათ  
  • ისწავლოთ ახალი სიტყვები თქვენთვის ჩვეული ტემპის შესაბამისად. 

ძალიან კარგი აპლიკაციაა ყოველდიურად ახალი სიტყვების შესასწავლად! განსაკუთრებით კარგია არაინგლისურენოვანი მოსწავლეებისთვის, რადგან ყოველ სიტყვას ახლავს შესაბამისი დასურათება, რაც მას ადვილად გასაგებს ხდის.“  

გარე ბმულები