გაიცანით ბიზნეს ინგლისურის კურსის ჩვენი მასწავლებლები

საქმისადამი ერთგული და მოტივირებული ჩვენი მასწავლებლები შეესაბამებიან კვალიფიკაციის უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებს და აქვთ ზრდასრულთათვის ინგლისური ენის სწავლების მდიდარი გამოცდილება.    

მასწავლებელთათვის დაწესებული ჩვენი მინიმალური მოთხოვნებია:

  • სრული უმაღლესი განათლება ან შესაბამისი კვალიფიკაცია 
  • სერთიფიცირებული განათლება ინგლისურის, როგორც უცხო ენის სწავლების კვალიფიკაციით, როგორიცაა კემბრიჯის უნივერსიტეტის პროგრამა CELTA ან ლონდონის თრინითის კოლეჯის პროგრამა CertTESOL
  • მასწავლებლად მუშაობის მინიმუმ ორწლიანი გამოცდილება 
  • ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა და პრაქტიკული გამოყენება 

ნატალია ბაღდავაძე

სიამოვნებით ვმუშაობ ახალგაზრდა პროფესიონალებთან და კორპორატიულ კლიენტებთან, მიხარია, რომ ვეხმარები მათ კარიერული მიზნების მიღწევაში ინგლისურის მეშვეობით.“ 

ნატალიამ დოქტორის ხარისხი ინგლისურ ფილოლოგიაში მიიღო. მისი კვალიფიკაცია მოიცავს ინგლისურის, როგორც უცხო ენის სწავლების CELTA  და DELTA სერთიფიკატებს. 

მას ყველა დონეზე და ასაკობრივ ჯგუფში მუშაობის გამოცდილება აქვს, რაც მოიცავს მრავალფეროვან გამოცდილებას ინგლისური ენის სწავლებაში როგორხ კონკრეტული,  ასევე აკადემიური მიზნებისთვის. 

ნატალიას სპეციალიზაცია მოიცავს კორპორაციული და მსმენელთა ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული კურსების სწავლების გამოცდილებას, რაც მათ ინდივიდუალური და პროფესიული მიზნების მიღწევაში ეხმარება.