აღმოაჩინეთ შესაძლებლობებით სავსე სამყარო და ისწავლეთ ჩვენთან, სადაც არ უნდა იმყოფებოდეთ.

 

შეისწავლეთ ინგლისური ენა და მოემზადეთ მომავალი წარმატებისთვის

ინგლისური ენის ექსპერტების გუნდის მიერ  შედგენილი ჩვენი ონლაინ კურსი International Secondary Plus მოზარდებს შესძენს საჭირო უნარ-ჩვევებსა და თავდაჯერებულობას, რათა სრულყოფილად გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობები.

ჩვენი ახალი მიდგომა გულისხმობს, რომ თქვენ გექნებათ კიდევ უფრო მრავალფეროვანი სასწავლო პროცესი, რომლითაც ინგლისური ენის ონლაინ შესწავლისას მიიღებთ მაქსიმალურ შედეგს შემდეგი კომბინაციით:

  • ონლაინ გაკვეთილები მაღალი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტთან
  • ინტერაქტიული, დამოუკიდებელი მეცადინეობა, თქვენი მასწავლებლის მიერ შედგენილი აქტივობებით, რომელიც მოგეხმარებათ გაკვეთილისთვის მომზადებაში

ინფორმაცია კურსის შესახებ 

კურსის მიმდინარეობა  11.02.2021 – 15.06 2021
კურსის ხანგრძლივობა 48 საათი
ასაკი 11-17 
ენობრივი კომპეტენციის დონეები ზოგადი ინგლისური A2-დან C1-მდე
კემბრიჯის გამოცდისთვის მომსამზადებელ კურსზე English B2 (პირველი სერტიფიკატისთვის) / C1 Advanced სერტიფიკატისთვის / C2 Proficiency სერტიფიკატისთვის
სრული საფასური 800 ლარი

ისწავლეთ საერთაშორისო სასწავლო გარემოში ვირტუალურად.

ზოგადი ინგლისურის უკეთ შესასწავლად ამ კურსის შერჩევის საშუალებით თქვენ:

  • განივითარებთ  სასაუბრო უნარ-ჩვევებსა და კულტურათაშორის მიმღებლობას ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში მცხოვრებ თანაკლასელებთან ერთად მეცადინეობისას.
  • გამოიუმუშავებთ საზღვარგარეთ, საერთაშორისო სტუდენტის სტატუსით სწავლებისთვის აუცილებელ უნარ-ჩვევებს. 

გამოცდისთვის მოსამზადებელი კურსის შერჩევის შემთხვევაში თქვენ:

  • ჩვენი ექსპერტ-პედაგოგების დახმარებით Cambridge English Qualifications გამოცდებისთვის მოემზადებით აღნიშნული ტესტის წარმატებით ჩასაბარებლად.

ჩვენს ექსპერტებთან  პირდაპირ ონლაინ რეჟიმში მიმდინარე სასაუბრო გაკვეთილები დაგეხმარებათ თქვენი აზრების უკეთ გამოხატვაში 

გაკვეთილების მიმდინარეობისას თქვენ:  

  • ბევრი დრო გექნებათ ინგლისურად საუბარსა და  გამოთქმაში სავარჯიშოდ მასწავლებელთან და თანაკლასებელთან ერთად
  • წყვილებსა და პატარა ჯგუფებში პროექტებზე მუშაობისას განივითარებთ  ეფექტური კომუნიკაციის უნარ-ჩვევებს
  • თითოეული მოდულის ბოლოს შეადგენთ ფინალურ პროექტს პრეზენტაციის ან ბლოგის სახით
  • განივითარებთ უნარებს, რომლებიც გჭირდებათ სასკოლო გამოცდებსა და საერთაშორისო უნივერსიტეტებში წარმატების მისაღწევად
  • დაამუშავებთ აქტუალურ თემებს, როგორებიცაა ხელოვნური ინტელექტი, ვიდეო თამაშები, ეთიკური საჭმელი და კლიმატური ცვლილება.

პატარა ჯგუფები ნიშნავს, რომ თქვენ მიიღებთ ინგლისური ენის შესწავლის საუკეთესო გამოცდილებას, რადგან თქვენ გექნებათ გარანტირებული ყურადღება და პერსონალური მხარდაჭერა თქვენი ექსპერტ-მასწავლებლებისგან. 

გლობალური სამყაროსთვის საჭირო უნარების განვითარება

ჩვენი სასწავლო კურსები დაგეხმარებათ გახდეთ თავდაჯერებული და დამოუკიდებელი მოქალაქე:

  • იმუშავებთ მრავალფეროვან, პრაქტიკულ და წამახალისებელ დავალებებზე, რომლებიც ბიძგს მისცემს თქვენს თვითგამოხატვასა და შემოქმედებით აზროვნებას
  • ჯგუფელებთან ერთად გუნდურ დავალებებზე მუშაობით განივითარებთ ერთობლივი მუშაობისა და ლიდერობის უნარებს
  • თქვენ რეალურ დროში - ონლაინ რეჟიმში ითანამშრომლებთ საერთაშორისო სტუდენტების ჯგუფთან.

ჩვენი სასწავლო პლატფორმა* კიდევ უფრო დაგეხმარებათ სასწავლო პროცესში მეტი პროგრესის მიღწევაში

იმისათვის, რომ თითოეული მეცადინეობა იყოს მაქსიმალურად პროდუქტიული, მასწავლებელი თქვენთვის შეადგენს დამოუკიდებელ, ინტერაქტიულ დავალებებს, რომლებიც უნდა შეასრულოთ უშუალოდ პლატფორმაზე გაკვეთილამდე და გაკვეთილის შემდეგ. ეს გულისხმობს, რომ თქვენ გაკვეთილისთვის იქნებით სრულიად მომზადებული, რაც საშუალებას მოგცემთ ყურადღება გაამახვილოთ ინგლისურად საუბრის უნარ-ჩვევების გაუმჯობესებაზე:

  • ყველას სწავლის ინდივიდუალური მიდგომა აქვს, შესაბამისად, თქვენ იმეცადინებთ ინდივიდუალური ტემპით, რაც დაგეხმარებათ ისაუბროთ ინგლისურ ენაზე თავდაჯერებულად და მოემზადოთ თქვენი მომავლისთვის
  • დავალებები სპეციალურადაა შექმნილი, იმისთვის, რომ მეტად განავითაროს თქვენი კითხვის, წერისა და მოსმენის უნარ-ჩვევები
  • თქვენ გამოიყენებთ ავთენტურ მასალებს, როგორებიცაა ჟურნალის სტატიები, ვაკანსიის განცხადებები, ფილმის მიმოხილვა, მუსიკალური პოდკასტები და სპორტული ვლოგები, რათა გაიუმჯობესოთ გრამატიკის და ლექსიკის ცოდნა
  • პირადი სასწავლო ჟურნალი დაგეხმარებათ პროექტებზე მუშაობაში, ასევე  ნებისმიერ დროს თქვენივე პროგრესის შემოწმებაში.

*მხოლოდ Secondary Plus კურსებისთვის

წარმოაჩინეთ თქვენი თავი და განივითარეთ თავდაჯერებულობა უსაფრთხო და ინკლუზიურ სასწავლო გარემოში

ჩვენი უსაფრთხო, ონლაინ სასწავლო გარემო შესაძლებლობას მოგცეთ ბუნებრიბად წარმოაჩინოთ საკუთარი თავი:

  • თქვენ ჯგუფში იქნებით თქვენივე ასაკისა და  ინგლისური ენის ცოდნის იგივე დონის მქონე სტუდენტებთან ერთად
  • მასწავლებელი მოგცემთ მრავალ შესაძლებლობას, რათა თამამად გამოხატოთ თქვენი აზრი და დაგეხმარებათ ინგლისურად საუბრისას თავდაჯერებულობის ამაღლებაში
  • ჩვენთვის თქვენი უსაფრთხოება უმნიშვნელოვანესია, შესაბამისად, მივიღეთ მკაცრი ზომები, რათა დავრწმუნდეთ თქვენი და თქვენი პირადი მონაცემების უსაფრთხოების დაცვაში.

ტექნიკური მოთხოვნები

სასწავლო ჰაბი ხელმისაწვდომია პერსონალური კომპიუტერის, ლეპტოპისა და პლანშეტის საშუალებით. ჩვენ არ გირჩევთ მობილური ტელეფონის გამოყენებას, რადგან გვსურს თითოეული სტუდენტისთვის სასწავლო პროცესი იყოს სასიამოვნო და ხარისხიანი.

ასევე დაგჭირდებათ კარგი სიხშირის მქონე ინტერნეტი..

დამატენითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, მიჰყვეთ შემდეგ ბმულს https://help.etonx.com/docs/system-requirements