ჩვენი მისია

ჩვენ ვთავაზობთ მოსწავლეებს ინგლისური ენის სწავლის სტრუქტურირებულ პროგრამას, რაც თითოეულ მოსწავლეს საშუალებას აძლევს, მოახდინოს თავისი  პოტენციალის მაქსიმალური რეალიზება კომფორტულ, წამახალისებელ და დაცულ გარემოში.

ჩვენი მიდგომა

ჩვენ ვემხრობით პრინციპს, რომ სწავლის შედეგები უფრო ეფექტურია მაშინ, როდესაც მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი სწავლის პროცესში, არიან მოტივირებულნი და მუშაობენ რთული ამოცანების გადაწყვეტაზე. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ თითოეული მოსწავლის სწავლისა და განვითარების ტემპი განსხვავებულია და ამდენად, ვითვალისწინებთ თითოეული მოსწავლის განვითარების შესაძლებლობებს. ჩვენი მასწავლებლები იყენებენ ასაკის შესაბამის ტექნიკას და რესურსებს, რათა უზრუნველყონ ენის შესწავლის საუკეთესო და ეფექტური პროცესი.

ჩვენ გვსურს, რომ მოსწავლეები აქტიურად ჩაერთონ სწავლის პროცესში და შეაფასონ მიღწეული პროგრესი. ჩვენ ვიყენებთ ყველა არსებულ საკომუნიკაციო საშუალებას და ვმუშაობთ მოსწავლეთა თავდაჯერებულობის ამაღლებაზე ინგლისურად საუბრისას, რაც მათ გამოადგებათ სამომავლოდ - აკადემიური სწავლისას, დასაქმებისას თუ ყოფით სიტუაციებში.  

ბავშვები (7-13 წელი)

ამ ასაკის ბავშვებს შეუძლიათ წარმატებით გაართვან თავი გაკვეთილზე მუშაობის წესებს და საკლასო ოთახში მეტი ხნით შეუძლიათ კონცენტრირება. მოწაფეები ჯერ მშობლიურ ენაზე იმყარებენ წერა-კითხვის, არითმეტიკის და ძირითადი კონცეფციების ცოდნას და ჩვენი კურსის გულმოდგინედ და სიფრთხილით შერჩეული მასალა ხელს უწყობს მათ განვითარებას.

საბავშვო კურსის მოსწავლეები: 

  • სწავლობენ ბავშვების ინტერესთა სფეროში არსებულ საკითხებს და საკუთარ გამოცდილებას უკავშირებენ
  • ინვითარებენ ინგლისურად თავისუფლად საუბრის უნარს და უღვივდებათ ინგლისური ენის ინტერესი
  • სწავლობენ ინგლისური ენის გამოყენებას სხვადასხვა სიტუაციაში 
  • ერთვებიან რეალურ სიტუაციებსა და პრაქტიკულ საქმიანობებში, რაც მათ სტიმულს აძლევს, მიზანმიმართულად ისაუბრონ ერთმანეთთან ჩვეულ გარემოში
  • იღრმავებენ სამყაროს ცოდნას
  • ინვითარებენ აზროვნების და პრობლემის გადაწყვეტის უნარებს და ეცნობიან უნივერსალურ ღირებულებებსა და ქცევის მოდელებს.     

რას ისწავლის ჩემი შვილი?

განვითარების დონიდან გამომდინარე, სტანდარტული საბავშვო კურსის მოსწავლეები ისწავლიან საკუთარი თავის წარდგენას, ვერბალური ინსტრუქციების შესრულებას, ღია ბარათის დაწერას და აზრის ზრდილობიანად გამოხატვას.  ისინი გამოიყენებენ ინგლისურს მათთვის საინტერესო თემების სასწავლად,  როგორიცაა, მაგალითად მოგზაურობა ან ცხოველები.  

მოზარდები (14-17 წელი)

მოზარდთა კურსის მსმენელები:  

  • განივითარებენ კომუნიკაციის ყველა ასპექტს - მოსმენას, მეტყველებას, კითხვას და წერას  
  • გაიღრმავებენ ინგლისური ენის ცოდნას
  • ჩაერთვებიან სხვადასხვა საქმიანობაში, როგორიცაა გასაუბრება, გამოკითხვა, როლური თამაშები, პრეზენტაციის გაკეთება და წაკითხული წიგნის შესახებ რეცენზიის დაწერა, რაც ხელს შეუწყობს ინგლისური ენის ყოველმხრივ და ეფექტურად გამოყენებას 
  • გაიღრმავებენ სწავლის უნარებს, როგორიცაა სწავლის პროცესის ორგანიზება და მონიტორინგი, ჩანიშვნების გაკეთება, დახსომება, დროის და კითხვის პროცესის ეფექტური მართვა
  • ისწავლიან სხვადასხვა რესურსის - სახელმძღვანელოების,  ვიდეომასალის, ინფორმაციისა და კომუნიკაციის საშუალებებისა და სხვა ავთენტური მასალის გამოყენებას
  • ისწავლიან კლასში მუშაობას - როგორც წყვილებად, ასევე ჯგუფებად ან ინდივიდუალურად, რაც გაზრდის ინტერაქციის შესაძლებლობებს და გააღრმავებს ურთიერთნდობას.    

რას ისწავლის ჩემი შვილი?

განვითარების დონიდან გამომდინარე, მოზარდებისთვის განკუთვნილი სტანდარტული კურსის მოსწავლეები განივითარებენ სხვადასხვა უნარს, მაგალითად, ისწავლიან მისამართის ახსნას, განცხადების შევსებას, კაფეში საჭმლის შეკვეთას და ახალი ამბების მოსმენას და გაგებას. ისინი გამოიყენებენ ინგლისურს მათთვის საინტერესო საკითხების სასწავლად,  როგორიცაა, მაგალითად, სოციალური მედია და სპორტი.