ექსკურსიები ეროვნულ მუზეუმში

ჩვენ დავამყარეთ პარტნიორული ურთიერთობა საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან და ვაწყობთ ექსკურსიებს 7-დან 13 წლამდე ასაკის ჩვენი მოსწავლეებისთვის, რაც ამ ასაკობრივი ჯგუფის ზოგადი სასწავლო პროგრამის ნაწილია.  

ამ ვიზიტების საშუალებით ჩვენი მოსწავლეები ეცნობიან თავიანთ კულტურულ მემკვიდრეობას, პრაქტიკულად ვარჯიშობენ ინგლისური ენის გამოყენებას რეალურ კონტექსტში, იმეორებენ იმ მასალას, რაც კლასში შეისწავლეს.    

ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ ექსკურსიები მუზეუმებსა და გალერეებში ხელს შეუწყობს მოსწავლეების სოციალურ, პიროვნულ და ემოციურ განვითარებას, გააუჯობესებს ინგლისურის უნარებს, აუმაღლებს თავდაჯერებულობას და განუვითარებს დამოუკიდებლად სწავლისა და ქცევის უნარ-ჩვევებს.  

საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცული ნახატებისა და ქანდაკებების დათვალიერების შედეგად მოსწავლეები შეიძენენ უნიკალურ გამოცდილებას, რაც მათ არამარტო ისწავლიონ ენა, არამედ მისცემს შესაძლებლობას, ეზიარონ ქართულ ხელოვნებასა და კულტურას. 

მუზეუმში ექსკურსიები: 

  • აძლევს მოსწავლეებს კლასში ნასწავლი მასალების პრაქტიკულად გამოყენების საშუალება  
  • აზიარებს მოსწავლეებს კულტურულ მემკვიდრეობას
  • უქმნის პოზიტიურ და სახალისო გარემოს ინგლისურის სასწავლად ყველა ასაკობრივი ჯგუფის მოსწავლეებს
  • უზრუნველყოფს გარემოს, სადაც თითოეული მოსწავლე აქტიურად იქნება ჩართული სწავლის პროცესში 

მუზეუმში ექსკურსიების შედეგად მოსწავლეები:  

  • ივარჯიშებენ ინგლისური ენის უნარებზე პრაქტიკულ გარემოში 
  • განივითარებენ აზროვნების უნარებს პრობლემის გადაჭრის, დაკვირვებისა და ნანახის გააზრების შედეგად 
  • აქტიურად ჩაერთვებიან სწავლის პროცესში
  • აიმაღლებენ სოციალურ უნარებს სასწავლო ცენტრის გარემოს გარეთ.