საქმისადამი ერთგული და მოტივირებული ჩვენი მასწავლებლები შეესაბამებიან კვალიფიკაციის უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებს და აქვთ უმცროსი ასაკის მოსწავლეებისთვის ინგლისური ენის სწავლების მდიდარი გამოცდილება.    

მასწავლებელთათვის დაწესებული ჩვენი მინიმალური მოთხოვნებია:

  • სრული უმაღლესი განათლება ან შესაბამისი კვალიფიკაცია 
  • სერთიფიცირებული განათლება ინგლისურის, როგორც უცხო ენის სწავლების კვალიფიკაციით, როგორიცაა კემბრიჯის უნივერსიტეტის პროგრამა CELTA ან ლონდონის თრინითი კოლეჯის პროგრამა CertTESOL
  • მასწავლებლად მუშაობის მინიმუმ ორწლიანი გამოცდილება 
  • ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა და პრაქტიკული გამოყენება 

ნათია ხარძიანი

მიყვარს ბავშვების სწავლება, ისინი ძალიან შემოქმედებითად აზროვნებენ და დინამიურები არიან. მათი სწავლებისას თავად ვხდები მოწმე როგორ იღრმავებენ ცოდნას, სწრაფად  იუმჯობესებენ თუ იძენენ ახალ უნარებს და სწრაფად ხდებაინ თავდაჯერებულები ინგლისური ენის გამოყენებისას.”  

ნათიას სამასწავლებლო კარიერა 16 წელს ითვლის. მას ძლიერი აკადემიური საფუძველი აქვს ინგლისური ფილოლოგიისა და პედაგოგიკის სფეროებში. 

ნათიას პროფესიული კვალიფიკაციები მოიცავს ინგლისურის, როგორც უცხო ენის სწავლების საკვალიფილაციო კურსის CELTA და  Post-CELTA სერთიფიკატებს, CELTA-ს მოზარდებისთვის სწავლების კურსების სერთიფიკატს;  ასევე მოზარდებისთვის სწავლების ცენტრის მენეჯმენტისა და ბრიტანეთის საბჭოს განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირთათვის ინგლისურის ენის სწავლების სერთიფიკატებს.   

მისი გატაცება მრავალმხრივი კლასგარეშე საქმიანობების შემუშავება და დაგეგმვაა, როგორიცაა კონკურსების და კლუბების ორგანიზება ახალგაზრდა მსმენელთათვის, თანამშრომლობა მშობლებთან - მათი ჩართულობის გასაზრდელად შვილების სწავლის პროცესში და მოზარდებისთვის განკუთვნილი სასწავლო პროგრამების დახვეწა.   

ნათია ასევე მუშაობს უმცროსი ასაკის მოსწავლეთა მასწავლებლებთან და უზიარებს მათ კომუნიკაციურ და შემოქმედებით მასალებსა და აქტივობებს.