ონლაინ სასწავლო კურსები

ბრიტანეთის საბჭომ შეიმუშავა  დამოუკიდებლად შესწავლისთვის განკუთვნილი ზოგადი ინგლისური ენის ონლაინ კურსები  და ასევე ინგლისური ენის კურსები კონკრეტული პროფესიული მიზნებისთვის. 

აღნიშნული კურსების შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკაშირდით და ჩვენ აუცილებლად გიპასუხებთ.  

LearnEnglish Pathways

LearnEnglish Pathways არის ზოგადი ინგლისური ენის რვა კურსისგან შემდგარი  დამოუკიდებლად სწავლებისთვის განკუთვნილი პროგრამა ზრდასრულთათვის ენების ერთიანი ევროპული ჩარჩოს A1, A2, B1 და B2 საფეხურების შესაბამისად.  

თითოეული კურსი გრძელდება 35-დან 40 საათამდე და გამიზნულია შემსწავლელთა ენის ცოდნის ასამაღლებლად სხვადასხვა შინაარსის ინტერაქტიული ონლაინ გაკვეთილების საშუალებით. კურსები შემუშავებულია დამოუკიდებლად სამეცადინოდ და ფაქტობრივად, არ საჭიროებს მასწავლებლის ჩარევას. 

კურსი შედგება სხვადასხვა თემატიკის ამსახველი ექვსი თავისგან (მაგ. ოჯახი, მოგზაურობა, სამსახური, კულტურა), რომლებიც მოცემულია აუდიო ჩანაწერების, ტექსტების, სურათებისა და ვიდეო მასალების სახით.  

თითოეული თავი დაყოფილია 5 ნაწილად, რომლებიც, თავის მხრივ, შეიცავს ვიქტორინებს და ასევე, გამოტოვებული ადგილების შევსების, დაწყვილება - დაჯგუფების და სხვ. პრინციპებით აგებულ სავარჯიშოებს. თითოეული ნაწილი სრულდება შემაჯამებელი გაკვეთილით და მინი ტესტით.

ინგლისური ენის კურსი ტურიზმისთვის

ინგლისური ენის კურსი ტურიზმისთვის წარმოადგენს ცხრა 20-საათიანი სასწავლო კურსისგან  შემდგარ ონლაინ პროგრამას ზრდასრულთათვის A1-დან A2 დონემდე საერთო ევროპული ჩარჩოს მიხედვით.  

კურსები განკუთვნილია მსმენელთა ფართო წრისთვის, რომლებიც დასაქმებული არიან  ტურიზმის სფეროში და ესაჭიროებათ თავდაჯერებული კომუნიკაციის უნარ-ჩვევები ინგლისურენოვან ვიზიტორებთან და ტურისტებთან ურთიერთობის მიზნით.

თითოეულ კურსზე მონაწილეები სწავლობენ და ასრულებენ პრაქტიკულ სავარჯიშოებს ტურიზმისა და სტუმართმოყვარეობის სფეროსთვის დამახასიათებელი კონკრეტული ლექსიკის და ფუნქციონალური ენის გამოყენების მიზნით. კურსი განკუთვნილია სასტუმროს და კვების ობიექტების მომსახურე პერსონალისთვის, ტაქსის მძღოლებისთვის, პოლიციისა და დაცვის სამსახურის პერსონალისთვის. 

ქვემოთ ჩამოთვლილი ცხრა კურსი შეიძლება შემსწავლელთათვის მიწოდებულ იქნას ონლაინ რეჟიმში,  ან შერეული პროგრამების სახით:  

  • LearnEnglish ინგლისური ტურიზმისთვის - საბაზისო კურსი (A1)
  • LearnEnglish ინგლისური ტურიზმისთვის - საფუძვლები (A1)
  • LearnEnglish ინგლისური კვების ობიექტების მომსახურე პერსონალისთვის (A2)
  • LearnEnglish ინგლისური ტაქსის და ავტობუსის მძღოლებისთვის (A2)
  • LearnEnglish ინგლისური პატრულისა და დაცვის თანამშრომლებისთვის (A2)
  • LearnEnglish ინგლისური ტურიზმისთვის - ძირითადი კურსი (A2)
  • LearnEnglish ინგლისური ტურიზმისთვის - ძირითადი კურსი პლუსი (A2+)
  • LearnEnglish ინგლისური სასტუმროს მომსახურე პერსონალისთვის (A2)
  • LearnEnglish ინგლისური სასტუმროს მომსახურე პერსონალისთვის პლუსი (A2+)

ინგლისური ენის კურსი საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტებისთვის

ინგლისური ენის კურსი საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტებისთვის  წარმოადგენს ზრდასრულთათვის განკუთვნილი ინგლისური ენის 50-საათიან კურსს, რომელიც შეესაბამება ენების ერთიანი ევროპული ჩარჩოს B1 საფეხურს; თუმცა მასზე შეიძლება დაშვებულ იქნან A2 საფეხურზე მყოფი წარმატებული მსმენელებიც. 

კურსი გამიზნულია კონკრეტულ სპეციალისტთა ენის ცოდნის ასამაღლებლად და აგებულია პრაქტიკულ სავარჯიშოებზე იმ სამსახურებრივ კონტექსტში, სადაც საინფორმაციო ტექნოლოგიების  სპეციალისტის როლი მნიშვნელოვანია. 

მსმენელები სწავლობენ თავიანთი პროფესიული უნარებისა და კომპიუტერული აპლიკაციების გამოყენებას პრობლემების გადაჭრის მიზნით. ისინი ასევე სწავლობენ გრამატიკას, ლექსიკას და სასაუბრო ენას, რომლებიც აუცილებელია ინგლისურად თავდაჯერებულად და ეფექტურად კომუნიკაციისთვის. 

კურსი შედგება შემდეგი მოდულებისგან: 

  • საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალობის წინაისტორია 
  • საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენება  
  • ციფრული სამყარო
  • წარსული, აწმყო და მომავალი