გაუმჯობესებული უნარები უფრო ძლიერი საზოგადეობისთვის

პროგრამა მიზნად ისახავს ახალგაზრდებს დაეხმაროს შეიძინონ დასაქმებისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევები. იგი ასევე გულისხმობს გაზარდოს  ურთიერთგაგება, ტოლერანტობა, კეთილგანწყობა, დიალოგი და გენდერული თანასწორობის შეგნება საზოგადოებაში

საქართველიში 2018/2019 წელს ინგლისური ენის ორი ახალი კლუბი გაიხსნა კერძოდ, იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საზოგადოებრივი ცენტრებში რუხსა და ტყვიავში. 

პროგრამა ხორციელდება დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.  პროგრამის  პარტნიორები არიან  დიდი ბრიტანეთის საელჩო საქართველოში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო; საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო; სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი; მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი და საქართველოს ინგლისური ენის მასწავლებელთა ასოციაცია.

პროგრამის მიზნები:

მოსწავლეებისთვის

  • ახალგაზრდებს დავეხმარებით ინგლისური ენის ცოდნის გაუმჯობესება და იმ უნარ-ჩვევების განვითარებაში, რომლებიც მათ დაეხმარება პირად და კარიერულ წარმატებაში.
  •  გახდნენ თავდაკერებულები და შევთავაზოთ ახალი პერსპექტივები
  • ახალგაზრდებში გააძლიეროს ტოლერანტობის კულტურის განვითარება და ამაღლება, ურთიერთპატივისცემა, დიალოგი და გენდერული თანასწორობა დებატების, მოლაპარაკებებისა და დიალოგის გზით. .

პედაგოგებისთვის

  •  დიდი ბრიტანეთის გამოცდილება და რესურსები დაეხმარება ინგლისური ენის ასობით მასწავლებელს განავითარონ თავდაჯერებულობა, უნარები და ცოდნა.
  • პედაგოგების გადამზადების პროგრამა - მასწავლებელთა აქტივობების ჯგუფებები (TAGS). სადაც პედაგოგები განიხილავენ ახალ იდეებს, სწავლების მეთოდიკას და ადგილობრივ საჭიროებებს.
  • პედაგოგებისთვის პროფესიული განვითარების შესაძლებლობა და მათი გადამხადება, როგორც "ცვლილებების გამტარებლებისა სახოგადოებაში". 

ინგლისური ენის ახალი კლუბების ადგილმდებარეობა 2018/2019

  • სოფელი ტყვიავი, შიდა ქართლის რეგიონი, იუსტიციის სამინისტროს  სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საზოგადოებრივი ცენტრი

  • სოფელი რუხი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, იუსტიციის სამინისტროს  სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საზოგადოებრივი ცენტრი

2018/19 წლის აქტივობები

2018 წლის 8-9 დეკემბერი და 22-23 დეკემბერი - ცვლილებების გამტარებლების ტრენინგი

2018 წლის 13 დეკემბერი - ინგლისური ენის კლუბის გახსნა სოფელ ტყვიავში.

2018 წლის 13 დეკემბერი - ინგლისური ენის კლუბის გახსნა სოფელ რუხში.

2018 წლის 22-23 დეკემბერი - დიალოგის, მოლაპარაკებისა და დებატების სატრენინგო კურსი სამხრეთ კავკასიაში. 

2019 წლის 8-20 იანვარი - დიალოგის, მოლაპარაკების და დებატების კასკადური ტრენინგები თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში.

2019 წლის 15-18 იანვარი და 22-23 იანვარი - საზოგადოებაში ცვლილებების გამტარებელთა კასკადური ტრენინგები. 

ინგლისური ენის კლუბები საქართველოში

1000 მოსწავლეს და 450 მასწავლებელს ექნება წვდომა ინგლისური ენის კლუბების აქტივობებზე. ინგლისური ენის კლუბები აღჭურვილია იქნება ინგლისური ენის სწავლა-სწავლებისთვის აუცილებელი მრავალფეროვანი  რესურსებით და ტექნიკით. მოსწავლეებს კი შესაძლებლობა მიეცემათ გაიარონ ორი კურსი: 

  • ინგლისური ენა კომუნიკაციური მიზნებისთვის. ეს არის ინგლისური ენის შესწავლის ინტენსიური პროგრამა, რომლის ძირითადი ფოკუსი კეთდება ზეპირი კომუნიკაციის უნარის გაუმჯობესებაზე
  • დებატების, მოლაპარაკების და დიალოგის უნარები

პედაგოგები შეიძენენ სათანადო უნარებს, ცოდნას, გაეცნობიან რესურსებს, რომლებიც დაეხმარებათ საინტერესო და სახალისო კლუბური აქტივობების ჩატარებაში. დამატებით, საპილოტე რეჟიმში გვაქვს მასაწვლებელთა მხარდაჭერის სხვადასხვა გზა. ერთ-ერთი მათგანი არის ვიდეო-დაკვირვების პლატფორმა, რათა უზრუნველვყოთ უმაღლესი ხარისხის სწავლება და მაქსიმალური ჩართულობა შორეულ თემებში.

პროექტის ხანგრძლივობა

ინგლისური ენის კლუბების პირველი ფაზა მოიცავს პერიოდს 2018 წლის დეკემბრიდან 2019 წლის მარტის ჩათვლით.