საზაფხულო ინტენსიური კურსები ზრდასრულთათვის

ამ კურსის შესახებ

გამოიყენე ეს ზაფხული მაქსიმალურად გამოიყენე ეს ზაფხული მაქსიმალურად სასურველი შედეგის მისაღებად

ინგლისური ენის ცოდნაში თავდაჯერებულობას შეუძლია ბევრი კუთხით გააუმჯობესოს თქვენი ცხოვრება: გქონდეთ უკეთესი პერსპექტივა კარიერაში, გააუმჯობესოთ კომუნიკაცია გარე სამყაროსთან და უფრო სასიამოვნო გახადოს მოგზაურობა.

ჩვენ, ინგლისური ენის მსოფლიო დონის ექსპერტებს, შეგვიძლია მაქსიმალურად გაგიადვილოთ ინგლისური ენის შესწავლა და დაგეხმაროთ, უფრო თავდაჯერებულად ისაუბროთ, მოუსმინოთ, იკითხოთ, წეროთ და თქვენი ცოდნა ეფექტურად გამოიყენოთ  ყოველდღიურ ცხოვრებაში. 

ახლა იწყებთ ინგლისური ენის შესწავლას, რომელიმე უნარის დახვეწა გსურთ თუ პროფესიონალურად გსურთ ისაუბროთ, ჩვენ  გვაქვს შესაფერისი კურსი თქვენთვის. 

გაეცანით ჩვენი კურსების სპეციფიკას და მიიღეთ მაქსიმუმი თქვენი ცხოვრებისგან ჩვენი მსოფლიო ექსპერტების დახმარებით!

რეგისტრაცია

თუ თქვენ ბრიტანეთის საბჭოს ინგლისურის კურსის ახალი სტუდნეტი ხართ, უნდა გაიაროთ ტესტირება, რათა გამოვლინდეს თქვენი ენის ცოდნის დონე, რაც დაგეხმარებათ თქვენთვის საჭირო კურსის შერჩევაში. აღნიშნული ტესტირება რუსთაველის გამზირზე განთავსებულ ჩვენს სასწავლო ცენტრში ტარდება.

ბრიტანეთის საბჭოს ექსკლუზიური დონის დასადგენი ტესტის ხანგრძლივობა 50-60 წუთია და  ღირებულება 10 ლარი. ის მოიცავს წერით ნაწილს, ინტერვიუსა  და პროფესიონალურ კონსულტაციას გამოცდილი მასწავლებლებისგან

თქვენ შეგიძლიათ დაჯავშნთ  ტესტი ონლაინ ახლა

კალენდარი და ფასები

დღეები და დრო

საზაფხულოდ გთავაზობთ 36 ან 54 საათიან კურსებს. მეცადინეობები ჩატარდება კვირაში ორჯერ ან სამჯერ. ჯგუფში მაქსიმუმ 14 სტუდენტია. 

გთხოვთ გაითვალისწინოთ, სხვადასხვა დონის ჯგუფებს შესაძლოა  განსხვავებული ცხრილი ჰქონდეთ. 

კონკრეტული ჯგუფის ცხრილს შეგატყობინებთ  კურსზე დარეგისტრირების  შემდეგ. 

კალენდარი და ფასები

სემესტრი დაწყების თარიღი დასასრულის თარიღი
საზაფხულო კურსი 1 03/07/2017 30/07/2017
საზაფხულო კურსი 2 03/07/2017 13/08/2017

ღირებულება

კურსის ტიპი გაკვეთილის ხანგრძლივობა საათების სრული რაოდენობა ღირებულება
საზაფხულო კურსი 1 3x180 წუთი კვირაში,  4 კვირის განმავლობაში 36 450 ლარი
საზაფხულო კურსი 2 3x180 წუთი კვირაში,  6 კვირის განმავლობაში 54 670 ლარი

დონეები

დონეები

მოცემულ კურსს გთავაზობთ შემდეგ დონეებზე: 

  • A0 - Starter
  • A1 - Elementary
  • A2 - Pre-intermediate
  • B1 - Intermediate
  • B2 - Upper intermediate 
  • C1 – Advanced 

თოთოეული დონე  შეესაბამება საერთო  ევროპულ ჩარჩოთი (CEF)  განსაზღვრულ კრიტერუმებს.  თითოეული დონის ხანგრძლივობა დაახლოებით120 საათია.