გახდით უკეთესი მასწავლებელი: იზრუნეთ პროფესიულ განვითარებაზე

გაიუმჯობესეთ სწავლების უნარები და შეიტყვეთ მეტი პედაგოგების პროფესიული განვითარების შესახებ.

ამ კურსის გავლის შემთხვევაში, თქვენ ისწავლით როგორ: 

  • მართოთ თქვენი პროფესიული განვითარება
  • განივითაროთ თქვენი ანალიტიკური უნარები
  • გააუმჯობესოთ საკლასო პრაქტიკა
  • დაუკავშირდეთ სხვა პედაგოგებს და ისწავლოთ მათი გამოცდილების საფუძველზე.

ეს კურსი ეფუძნება ბრიტანეთის საბჭოს მრავალწლიან გამოცდილებას პედაგოგების გადამზადებასა და პროფესიულ განვითარებაში. კურსი შევიმუშავეთ მსოფლიოს უმაღლესი რანგის საგანმანათლებლო დაწესებულებასთან: UCL Institute of Education თანამშრომლობით.

კურსი "გახდით უკეთესი მასწავლებელი: იზრუნეთ პროფესიულ განვითარებაზე" არის ძალიან მოქნილი და ის მხოლოდ 3 საათს წაგართმევთ კვირის განმავლობაში, 6 კვირის მანძილზე. ასე რომ, შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენთვის მოსახერხებელ დროს.

კურსი ასევე მიზანშეწონიალი მათთვის, ვისაც არასდროს მიუღია მონაწილეობა MOOC კურსებში (შეიტყვეთ მეტი MOOC კურსებისა და მათი თავისებურებების შესახებ).

კურსი ხორციელდება 24 აპრილიდან 4 ივნისამდე. თქვენ შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ დღეიდან კურსის დასრულებამდე ბოლოს დღის ჩათვლით.