შეისწავლეთ ინგლისური: ენა და კულტურა

კურსი განკუთვნილია ინგლისური ენის შემსწავლელი ადამიანებისთვის, რომლებიც ამასთანავე დაინტერესებული არიან ბრიტანეთის კულტურითა და ინგლისური ენის ცოდნის გაუმჯობესებით. დარეგისტრირდი 2017 წლის 3 აპრილიდან 15 მაისამდე

ყოველ კვირას კურსი მოკლე ვიდეოების საშუალებით სხვადასხვა შინაარსის თემებს წარმოგიდგენთ. ესენია: ინგლისური, როგორც გლობალური ენა, გარემო, მეწარმეობა და ლიტერატურა. დიდ ბრიტანეთში გადაღებული ვიდეოები დაგეხმარებათ თქვენი მოსმენის უნარების გაუმჯობესებაში, რადგან თქვენ გექნებათ საშუალება მოისმინოთ ადამიანების ავთენტური საუბარი ინგლისურ ენაზე. ჩვენი გამოცდილი მასწავლებელი განიხილავს ვიდეო მასალაში გამოყენებულ ენის ზოგიერთ თავისებურებას და თქვენს ყურადღებას გაამახვილებს მნიშვნელოვან საკითხებზე, რომლებიც დაგეხმარებათ ინგლისურ ენაზე თქვენი საუბრისა და წერის უნარების გაუმჯობესებაში.  

ბრიტანეთის საბჭოს მაღალი დონის ენის შესწავლის შინაარსზე დაყრდნობით, კურსი საშუალებას გაძლევთ: 

  • ონლაინ რეჟიმში დახვეწოთ უნარები 
  • ეკონტაქტოთ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრებთ 
  • გაიუმჯობესოთ  ინგლისური ენის ცოდნის დონე  
  • უკეთ გაეცნოთ ბრიტანეთის კულტურას. 

ჩვენი კურსი -  შეისწავლე ინგლისური: ენა და კულტურა არის ყოვლისმომცველი და გრძელდება 6 კვირის განმავლობაში. თუმცა, ამავე დროს ის არის ძალიან მოქნილი, რადგან კვირაში მხოლოდ 2 საათს წაგართმევთ და საშუალებას მოგცემთ,  ისწავლოთ თქვენთვის სასურველ და შესაფერის ნებისმიერ დროს.