შეისწავლეთ ინგლისური: შექსპირი

უფასო ონლაინ კურსი გაგაცნობთ უილიამ შექსპირის ცხოვრებასა და შემოქმედებას მისი დაბადების ადგილიდან, სტრატფორდიდან ლონდონის გლობუსის თეატრამდე. დარეგისტრირდი 2017 წლის 27 თებერვლიდან 10 აპრილამდე

მსახიობებისა და ექსპერტების დახმარებით მთელი მსოფლიოდან ჩვენ განვიხილავთ შექსპირის ხუთ პიესას. ისინი აგიხსნიან და გაგაცნობენ შექსიპირის უნივერსალურ თემებს, რომელთაც ის წამოჭრის თავის შემოქმედებაში. ეს პიესებია:

  • რომეო და ჯულიეტა
  • ჰამლეტი
  • აურზაური არაფრის გამო
  • ქარიშხალი
  • მაკბეტი.

ჩვენი ვიდეო მასწავლებელი გაუძღვება კურსს და განიხილავს ზოგიერთ სიტყვასა და გამონათქვამს, რომელიც შექსპირმა შემატა ინგლისურ ენას. კურსი საშუალებას გაძლევთ, რომ შეამოწმოთ და შეაფასოთ თქვენი მასალის გაგების უნარი მოკლე ტესტების საფუძველზე და ასევე, მოგეთხოვებათ თქვენი იდეებისა და აზრების გაზიარება შექსპირის მიერ წამოჭრილი თემების შესახებ კურსის ფარგლებში.

კურსი - შეისწავლე ინგლისური: შექსპირი - კვირის განმავლობაში მხოლოდ ორ საათს მოითხოვს. ასე რომ, შეგიძლიათ იმეცადინოთ თქვენთვის შესაფერის და სასურველ ნებისმიერ დროს. კურსზე დარეგისტრირება შეგიძლიათ გამოცხადების დღიდან კურსის ბოლომდე.