Teaching for Success: სწავლა და ადამიანები

უფასო ონლაინ კურსი ინგლისური ენის მასწავლებლებისთვის მთელს მსოფლიოში. იგი დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ პროფესიული უნარები და პრაქტიკა, რომელიც აუცილებელია თქვენი უწყვეტი პროფესიული განვითარებისთვის.

კურსი საკმაოდ ინტერაქტიულია და საკუთარი გამოცდილების და მოსაზრებების გაზიარების შესაძლებლობას იძლევა. თქვენ გეძლევათ შესაძლებლობა საკუთარი მიდგომა და გამოცდილება შეადაროთ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები მასწავლებლების გამოცდილებას, ასევე განიხილოთ რა უნარები და ცოდნაა აუცილებელი ეფექტური სწავლებისთვის. 

კურსის მიმდინარეობისას თქვენ განიხილავთ პროფესიული საქმიანობის 4 პრაქტიკულ მიმდინარეობას

  • მოსწავლეთა უკეთ შეცნობა
  • საგნის ცოდნა
  • ინკლუზიური განათლების პრაქტიკაში განხორციელება
  • სასწავლო პროცესის შეფასება

კურსი ეფუძნება ბრიტანეთის საბჭოს მრავალწლიან გამოცდილებას პედაგოგების გადამზადებასა და პროფესიულ განვითარებაში. ის თანაბრად სასარგებლოა როგორც დაწყებითი, ისე მაღალი კლასების პედაგოგებისთვის. 

კურსი "Teaching for Success: სწავლა და ადამიანები" საკმაოდ მოქნილია საიმისოდ, რომ კვირის განმავლობაში მხოლოდ 2 საათი დაგჭირდეთ დროის ნებისმიერ მონაკვეთში. კურსის ხანგრძლივობა: 4 კვირა. დარეგისტრირება შესაძლებელია კურსის მიწურულსაც კი, ბოლო დღეს.