ინგლისური ენის სწავლების პროფესიული პრაქტიკა

უფასო ონლაინ კურსი - ინგლისური ენის სწავლების პროფესიული პრაქტიკა განკუთვნილია ინგლისური ენის მასწავლებლებისთვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით. კურსი დაგეხმარებათ უწყვეტი პროფესიული განვითარებისთვის საჭირო უნარებისა და პრაქტიკის დახვეწაში. დარეგისტრირდი 2017 წლის 6 მარტიდან 3 აპრილამდე

კურსი სასარგებლოა მასწავლებლებისთვის, რომლებსაც უწევთ დამწყებ, საშუალო და უფრო მაღალ დონეებზე სწავლება. 

მასწავლებლების წარმატების უზრუნველსაყოფად ყოველ კვირას კურსი გთავაზობთ სხვადასხვა პროფესიულ პრაქტიკას.

ყოველკვირეული თემებია: 

  • გაკვეთილის დაგეგმვა  
  • საკლასო მენეჯმენტი 
  • საკლასო რესურსები 
  • უწყვეტი პროფეიული განვითარება.

გამოცდილი მასწავლებლების მოკლე ვიდეო ინტერვიუები მსოფლიო მასშტაბის საკლასო ფილმებთან ერთად გაგაცნობთ თითოეული კვირის მნიშნველოვან საკითხებს. 

ზემოთაღნიშნული კურსი 6 კვირის განმავლობაში გრძელდება. თუმცა, ამავე დროს ის არის ძალიან მოქნილი, რადგან კვირაში მხოლოდ 2 საათს წაგართმევთ და საშუალებას მოგცემთ, რომ ისწავლოთ თქვენთვის სასურველ და შესაფერის დროს.