შეიტყვეთ როგორ მიიღოთ საუკეთესო გამოცდილება დიდ ბრიტანეთში სწავლისგან

კურსი იწყება ორშაბათს, 3 სექტემბერს 

ეს კურსი დაგეხმარებათ წარმატებით ისწავლოთ დიდ ბრიტანეთში. თქვენ მიიღებთ ინგლისურ ენაზე სწავლის გამოცდილებას, ახლოდან გაეცნობით უმაღლესი განათლების ბრიტანულ მოდელს და შეგექმნებათ წარმოდგენა, რას უნდა ელოდოთ? გთავაზობთ გაეცნოთ ბრიტანულ ცხოვრებას და დამოუკიდებლად მოიპოვოთ ინფორმაცია.

ბრიტანული უმაღლესი განათლება საყოველთაოდ არის აღიარებული და  იზიდავს სტუდენტებს მთელი მსოფლიოდან. თუმცა, კვლევებმა აჩვენა, რომ ბრიტანული ცხოვრებისთვისთვის ფეხის აწყობა არ არის ადვილი. ბევრისთვის რთულია შეეგუოს უცნაურ სისტემას, კულტურულ განსხვავებებს, სწავლასა და მუშაობას უცხო ენაზე.

ამ კურსის დახმარებით თქვენ

  • გაეცნობით ბრიტანულ აკადემიურ კულტურას და გაიგებთ, რა არის თქვენგან მოსალოდნელი;
  • გაიგებთ, როგორი ენის ცოდნა და აკადემიური უნარებია საჭირო წარმატების მისაღწევად;
  • გამოიკვლევთ ბრიტანულ უმაღლეს განათლებას და ისაუბრებთ მისი ტერმინოლოგიით;
  • გექნებათ წვდომა რესურსებზე, რომელიც დაგეხმარებათ სწავლის პროცესში.