გაიუმჯობესეთ ინგლისური ჩვენი საინტერესო და სახალისო სასწავლო აპლიკაციების საშუალებით! მთელი ოჯახისთვის განკუთვნილი ჩვენი თამაშები, პოდკასტები, ვიდეორგოლები და სახალისო ტესტები დაგეხმარებათ, ისწავლოთ ინგლისური შინ თუ გარეთ.

აირჩიეთ აპლიკაცია:

LearnEnglish Grammar app logo

ვსწავლობთ ინგლისურ გრამატიკას

გაეცით პასუხი ათასობით კითხვას გრამატიკის ინტერაქტიული სახელმძღვანელოს მეშვეობით და გაიუმჯობესეთ გრამატიკის ცოდნა. კითხვები მოცემულია beginner-დან advanced დონემდე.

ჩამოტვირთეთ: iOS-თვის ანდროიდისთვის

LearnEnglish GREAT Videos logo

ვისწავლოთ ინგლისური: ვიდეოისტორიები

ივარჯიშეთ მოსმენის უნარებზე 24 მოკლე ვიდეორგოლის საშუალებით დიდი ბრიტანეთის კულტურის შესახებ. გაეცანით ინგლისური ენის ისტორიას, ეწვიეთ ლონდონის მუზეუმებს და დაათვალიერეთ დიდი ბრიტანეთის სხვა ღირშესანიშნაობები.

ჩამოტვირთეთ: iOS-თვის | ანდროიდისთვის

Sounds Right app logo

სწორად ჟღერს

ბგერათა ინტერაქტიული ცხრილი დაგეხმარებათ, სწრაფად და ადვილად აითვისოთ ინგლისური ენის ჟღერადობა. აპლიკაცია ასევე შეიცავს აუდიოგახმოვანებას ფონემებითა და სამაგალითო სიტყვებით, რათა შესაბამისი ბგერები კარგად მოისმინოთ.  

ჩამოტვირთეთ: iOS-თვის (მხოლოდ iPad)

Learning Time with Timmy app logo

ისწავლეთ დრო ტიმთან ერთად

6 წლის და უმცროსი ასაკის ბავშვებს შეუძლიათ ითამაშონ სახალისო თამაშები, მოუსმინონ ინგლისურ სიტყვებს და გაიგონ მეტი რიცხვების, ფერების, ფორმებისა და საჭმლის შესახებ, ტიმთან და მის მეგობრებთან ერთად. ეს აპლიკაცია შემუშავდა ბრიტანეთის საბჭოს მიერ, „ცხვარი შონი“ და „ტიმი თაიმი“-ის შემქმნელ კომპანია Aardman Animations-თან თანამშრომლობით.

ჩამოტვირთეთ ანდროიდისთვის (Google Play)

Johnny Grammar’s Word Challenge app logo

ჯონი გრამატიკის ლექსიკური ტესტი

აჯობეთ დროს და უპასუხეთ მაქსიმალურად ბევრ შეკითხვას გრამატიკის და ლექსიკის სფეროებიდან 60 წამის განმავლობაში! ტესტს უძღვება ჯონი სახელად გრამატიკა და იგი შედგება კითხვებისგან Beginner-დან Advanced დონემდე.

ჩამოტვირთეთ: iOS-თვის ანდროიდისთვის (Google Play)

LearnEnglish Kids: Playtime app logo

ინგლისური ბავშვებისთვის: თამაშის დრო

აუმაღლეთ თავდაჯერებულობა და ავარჯშეთ 6-დან 11 წლამდე ბავშვები მოსმენის უნარ-ჩვევებზე ამ აპლიკაციის მეშვეობით. უყურეთ სახალისო ანიმაციურ სიმღერებს და მოთხრობებს, როგორიცაა „ფლორენციის ბულბული“ და „წითელქუდა“ და ითამაშეთ შემეცნებითი თამაშები, რომლებიც ბავშვებს ინგლისური სიტყვების წარმოთქმას და გაგებას გაუუმჯობესებს.

ჩამოტვირთეთ: iOS-სთვის

LearnEnglish Elementary app logo

ვსწავლობთ ინგლისურს: Elementary დონის პოდკასტები

მოუსმინეთ ჩვენი პოდკასტების წამყვანებს, რომლებიც მოგიყვებიან დიდ ბრიტანეთში ყოფასა და ცხოვრების სტილზე, რაც გაგიუმჯობესებთ მოსმენის უნარს და გაგიმდიდრებთ ლექსიკას. თითოეულ ეპიზოდს თან ახლავს აუდიოტექსტები და სავარჯიშოები იმის შესამოწმებლად, თუ რამდენად გაიგეთ მოსმენილი მასალა.

ჩამოტვირთეთ: iOS-სთვის ანდროიდისთვის

Learning Time with Timmy 2 app logo

ისწავლეთ დრო ტიმთან ერთად 2

განუვითარეთ ბავშვებს ენის ცოდნა, კოგნიტიური და მოტორული ჩვევები ამ სახალისო აპლიკაციის მეშვეობით, რომელიც მათ დაეხმარება, ისწავლონ და ივარჯიშონ ლექსიკაზე და გამოიყენონ ინგლისური სიტყვები მარტივი ფრაზების შესაქმნელად. ეს არის მეორე აპლიკაცია ტიმთან, ტელესერიალის ტიმი თაიმის ვარსკვლავთან.

ჩამოტვირთეთ: ანდროიდისთვის (Google Play) | ანდროიდისთვის (Amazon)