გაიუმჯობესეთ სწავლების უნარები და შეიტყვეთ მეტი პედაგოგების პროფესიული განვითარების შესახებ.
ამ კურსის გავლის შემთხვევაში, თქვენ ისწავლით როგორ:
- მართოთ თქვენი პროფესიული განვითარება
- განივითაროთ თქვენი ანალიტიკური უნარები
- გააუმჯობესოთ საკლასო პრაქტიკა
- დაუკავშირდეთ სხვა პედაგოგებს და ისწავლოთ მათი გამოცდილების საფუძველზე.
ეს კურსი ეფუძნება ბრიტანეთის საბჭოს მრავალწლიან გამოცდილებას პედაგოგების გადამზადებასა და პროფესიულ განვითარებაში. კურსი შევიმუშავეთ მსოფლიოს უმაღლესი რანგის საგანმანათლებლო დაწესებულებასთან: UCL Institute of Education თანამშრომლობით.
კურსი "გახდით უკეთესი მასწავლებელი: იზრუნეთ პროფესიულ განვითარებაზე" არის ძალიან მოქნილი და ის მხოლოდ 3 საათს წაგართმევთ კვირის განმავლობაში, 6 კვირის მანძილზე. ასე რომ, შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენთვის მოსახერხებელ დროს.
კურსი ასევე მიზანშეწონიალი მათთვის, ვისაც არასდროს მიუღია მონაწილეობა MOOC კურსებში. შეიტყვეთ მეტი MOOC კურსებისა და მათი თავისებურებების შესახებ.