უფასო ონლაინ კურსი ინგლისური ენის მასწავლებლებისთვის მთელს მსოფლიოში. იგი დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ პროფესიული უნარები და პრაქტიკა, რომელიც აუცილებელია თქვენი უწყვეტი პროფესიული განვითარებისთვის. 

ამ კურსში მონაწილეობის მიღებით თქვენ განიხილავთ:

  • საინფორმაციო ტექნოლოგიების ინტეგრირებას
  • 21-ე საუკუნისთვის აუცილებელი უნარების წახალისებას
  • მრავალენოვანი მიდგომის გამოყენებას
  • საგანმანათლებლო პოლიტიკისა და პრაქტიკას

კურსი თავს უყრის ბრიტანეთის საბჭოს მრავალწლიან გამოცდილებას პედაგოგების გადამზადებასა და განვითარებაში მთელი მსოფლიოს მასშტაბით. იგი სასარგებლო იქნება როგორც დაწყებითი, ისე საბაზისო და უფროსი კლასების პედაგოგებისთვის.

კურსი საკმაოდ მოქნილია საიმისოდ, რომ კვირის განმავლობაში მხოლოდ 2 ან 3 საათი დაგჭირდეთ. ხანგრძლივობა: 4 კვირა. დარეგისტრირება შესაძლებელია კურსის მიწურულსაც კი, ბოლო დღეს.

ეს უფასო ონლაინ კურსი არის ნაწილი პროგრამისა  "Teaching for Success: Practices for English Language Teaching program". ამ პროგრამის მეშვეობით თქვენ მიმოიხილავთ ბრიტანეთის საბჭოს უწყვეტი პროფესიული განვითარების ჩარჩოს მიხედვით გაწერილ 12 კომპეტენციას.