ინგლისური ენა სამუშაო გარემოში

ინგლისური ენის ცოდნა ძალიან მნიშნვნელოვანია მაშინ, როდესაც გსურთ ფეხი აუწყოთ სწრაფად მზარდ გლობალურ ეკომონიკას. გამომდინარე იქიდან, სამუშაო გარემოში გამოყენებული ინგლისური განსხვავდება ზოგადი, სასაუბრო ინგლისური ენისგან, აღნიშნული უფასო კურსი შეიქმნა თქვენი სამსახურეობრივი  სპეციფიკის შესაბამისად. 

აღნიშნული უფასო კურსი განკუთვნილია ადამიანებისთვის, ვინც ინგლისურს სწავლობს და ვინც დაინტერესებულია ინგლისური ენისთვის საჭირო უნარების განვითარებით, რაც მათ ხელს შეუწყობს უკეთესი სამსახურის შოვნაში. კურსი შეესაბამება ახალგაზრდა დამწყები პროფესიონალების ინტერესებს, რომელთაც სურვილი აქვთ გაიუმჯობესონ ინგლისური ენის უნარები.

ყოველ კვირას, ჩვენ ყურადღებას გავამახვილებთ ინგლისური ენის სამუშაო პირობებში გამოყენების მთავარ მახასიათებლებზე. თქვენ გექნებათ საშუალება, რომ უყუროთ ვიდეოებს და მოუსმინოთ აუდიო ჩანაწერებს იმ ადამიანებისგან, ვინც:

  • ეძებს სამსახურს
  • ემზადება გასაუბრებისთვის
  • გადის გასაუბრებას
  • იწყებს ახალ სამსახურს
  • და მუშაობს ახალ კოლეგებთან ერთად

მოკლე კითხვარები და დისკუსიები დაგეხმარებათ, რომ განსაზღვროთ თქვენი ინგლისური ენის ცოდნა და პრაქტიკა.

კურსი - "ინგლისური ენა სამუშაო გარემოში" არის ძალიან მოქნილი და კვირის განმავლობაში მხოლოდ 2 საათს წაგართმევთ. კურსი გრძელდება 6 კვირა და შეგიძლიათ თქვენთვის სასურველ დროს შეუერთდეთ გაკვეთილებს. კურსზე რეგისტრაცია შესაძლებელია დღეიდან კურსის ბოლო დღემდე.