ჩვენი უფასო ონლაინ კურსი დაგეხმარებათ, რომ გაიგოთ თუ რომელია ბავშვებისთვის ინგლისურის, როგორც დამატებითი ენის, სწავლის საუკეთესო გზა მშობლიური ენის პარალელურად. 

აღნიშნულ კურსში მონაწილეობის შედეგად, თქვენ შეიტყობთ თუ როგორ და რატომ არის თამაში ბავშვებისთვის ენის შესწავლის ყველაზე ეფექტური მეთოდი. კურსი ასევე ასწავლის მშობლებსა და მონაწილეებს, როგორ შეუწყონ ხელი ბავშვებს ენის შესწავლისას მაქსიმალური გამოცდილების მიღებაში.

ბრიტანეთის საბჭოს მასწავლებლები გაგიზიარებენ თავიანთ ხედვას და გამოცდილებას, რის საფუძველზეც თქვენ ისწავლით:

  • როგორ გამონახოთ საერთო ენა ბავშვებთან საუბრისას
  • როგორ შეუქმნათ მათ ინგლისურის, როგორც დამატებითი ენის შესწავლისთვის საუკეთესო გარემო 
  • და როგორ ადევნოთ თვალი მათ პროგესს ყველაზე ეფექტურად.

თქვენ გექნებათ საშუალება, რომ ჩაერთოთ დისკუსიებში ბავშვის განვითარებისა და ადრეულ ასაკში ინგლისური ენის შესწავლის საკითხების შესახებ. თქვენ შეძლებთ, რომ ონლაინ გაესაუბროთ ჩვენს გამოცდილ მასწავლებლებს და ასევე, გექნებათ საკუთარი აზრების, იდეებისა და კითხვების სხვა მონაწილეებისთვის გაზიარების საშუალება.

კურსი - "ინგლისური ენა ადრეულ ასაკში" არის ძალიან მოქნილი და კვირის განმავლობაში მხოლოდ 2 საათს წაგართმევთ. კურსი გრძელდება 6 კვირა და შეგიძლიათ თქვენთვის სასურველ დროს შეუერთდეთ გაკვეთილებს. კურსზე რეგისტრაცია შესაძლებელია დღეიდან კურსის ბოლო დღემდე.