რას წარმოადგენს ყოვლისმომცველი და ადვილად ხელმისაწვდომი ონლაინ კურსი? 

ყოვლისმომცველი ღია ონლაინ კურსი არის უფასო და ის ხელს უწყობს ინგლისური ენის შესწავლას სხვადასხვა თემების განხილვის საფუძველზე. ამასთანავე, კურსი არის ხელმისაწვდომი ყველა ადამიანისთვის, ვინც ფლობს კომპიუტერსა და ინტერნეტზე წვდომას. MOOC კურსების მიზანია, დააკავშიროს ერთმანეთთან როგორც ენის შემსწავლელები, ისე ინგლისური ენის მასწავლებლებთან მსოფლიოს სხვადასხვა კუთხებიდან. 

ბრიტანეთის საბჭოს MOOC კურსები ხელმისაწვდომია ვებგვერდზე - FutureLearn - „ღია უნივერსიტეტის“ მფლობელობაში არსებულ დიდი ბრიტანეთის სოციალურ სასწავლო პლატფორმაზე. მათ აქვთ დისტანციური სწავლებისა და ონლაინ განათლების პრაქტიკის 40-წლიანი გამოცდილება.  

ჩვენ გთავაზობთ სხვადასხვა საკითხებზე ფოკუსირებულ MOOC კურსების სიას. ბრიტანეთის საბჭოს “IELTS ტესტის სპეციფიკის გაცნობა” MOOC კურსმა დაამყარა მსოფლიო რეკორდი, როგორც ყველაზე დიდმა კურსმა ინგლისური ენის 440, 000 მოსწავლის მონაწილეობით მისი დანერგვიდან დღემდე. 

მთელი მსოფლიოს მასშტაბით ჯერჯერობით 1.4 მილიონ ენის შემსწავლელს მიეწოდა MOOC კურსები.

როგორ დავრეგისტრირდე კურსზე? 

აირჩიეთ თქვენთვის საინტერესო კურსი და დარეგისტრირდით მისი ვებგვერდის საშუალებით.

როდის შემიძლია დავრეგისტრირდე კურსზე?

MOOC კურსებზე დარეგისტრირება შეგიძლიათ ნებისმიერ დროს კურსის მიმდინარეობისას, პირველიდან ბოლო დღემდე.

რომელი მოწყობილობით შემიძლია კურსზე დარეგისტრირება?

თქვენ შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ და შეხვიდეთ კურსზე თქვენი კომპიუტერიდან, ლეპტოპიდან და პლანშეტიდან.

კურსზე რეგისტრაცია ფასიანია?

MOOC კურსები არის უფასო და ხელმისაწვდომია ნებისმიერი მონაწილისთავის ნებისმიერ ადგილას ინტერნეტ კავშირის უზრუნველყოფის შემთხვევაში. 

არის თუ არა საჭირო ვაკმაყოფილებდე რაიმე სახის კრიტერიუმებს კურსზე დასარეგისტრირებლად?

გირჩევთ, რომ კურსზე დარეგისტრირებამდე შეამოწმოთ რამდენად ემთხვევა ის თქვენს პიროვნულ მოთხოვნებს და არის თუ არა თქვენთვის შესაფერისი. დეტალები კურსის შინაარსის შესახებ ხელმისაწვდომია მის ვებგვერდზე.

მივიღებ თუ არა კურსზე დასწრების სერტიფიკატს?

თქვენ შეძლებთ, რომ ონლაინ კურსებში მონაწილეობის დამადასტურებელი საბუთი შეიძინოთ - ეს არის პერსონალიზებული, დაბეჭდილი სერტიფიკატი, რომელიც ასახავს, რომ თქვენ მონაწილეობა მიიღეთ და დაასრულეთ კურსის აუცილებელი კომპონენტები. კურსში მონაწილეობის დამადასტურებელი საბუთის საყიდლად, კურსის ყველა საფეხურის 50% - ზე მეტი უნდა გაიაროთ და ტესტის ყველა კითხვაზე უნდა ცადოთ პასუხის დაფიქსირება.

ვის მივმართო დაწვრილებითი ინფორმაციისთვის?

გთხოვთ, ბრიტანეთის საბჭოს MOOC კურსების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად, მოგვმართოთ ჩვენ.