ეს უფასო ონლაინ კურსი დაგეხმარებათ მოემზადოთ კარიერის საწყის ეტაპზე. ახალი სამუშაოს დაწყებისას ბევრ კითხვას გსურთ გასცეთ პასუხი. ჩვენს მიერ შემუშავებული კურსი დაგეხმარებათ პირველი კვირეებისა და თვეების განმავლობაში. 

ეს უფასო ონლაინ კურსი საუკეთესოა სტუდენტებისთვის და მათთვის, ვისაც ახალი უნარ-ჩვევების დაუფლება სურს რათა თავდაჯერებულად და წარმატებით დაამყაროს საქმიანი ურთიერთობები. იგი დაგეხმარებათ უკეთ მობილიზებასა და საჭირო უნარ-ჩვევების შეძენაში. ამით თქვენ კონკურენტული გახდებით გლობალურ შრომის ბაზარზე.

ბრიტანეთის საბჭოსა და შეფილდის უნივერსიტეტის ერთობლივი კურსი ორიენტირებულია გლობალურ შრომის ბაზარზე აუცილებელ ძირითად უნარ-ჩვევებზე, რომელთაც დამსაქმებლები ითხოვენ. თქვენ შეისწავლით:

  • კულტურათაშორის ეფექტურ კომუნიკაციას
  • ახალ გარემოში ადაპტაციას
  • კოლეგებთან ურთიერთობის დამყარებას და წარმატებით შენარჩუნებას

კურსი საკმაოდ აქტიურ ჩართლობას მოითხოვს და მოიცავს სტატიებს, ვიდეოებს და ინტერაქტიულ მასალას, რომლებიც დაგეხმარებათ გახდეთ უფრო თავდაჯერებული ახალი სამუშაოს დასაწყებად

როგორ შეიძლება გახდეთ წარმატებული გლობალურ შრომის ბაზარზე არის ძალიან მოქნილი კურსი, რამდენადაც ყოველკვირეულად თქვენი დროის მხოლოდ 3 საათს საჭიროებს და 4 კვირის მანძილზე გრძელდება. ასე, რომ თქვენ თქვენთვის მოსახერხებელ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ იმეცადინოთ. შეგლიძლიათ დარეგისტრირდეთ დღეიდან  კურსის ბოლო დღემდე.