პოლიტიკური კურსის ცვლილების გაძღოლა 

პოლიტიკის ცვლილება უამრავი ადამიანის ცხოვრებაზე აისახება. რა მოხდება, თუ შეძლებთ შექმნათ ისეთი პოლიტიკა, სტრატეგია თუ პროგრამა, რომელიც შეცვლის ჩვენს საზოგადოებას, ადამიანების ცხოვრებას და ზეგავლენას, რომელსაც ჩვენ ვახდენთ სამყაროზე? თუ უხელმძღვანელებთ ცვლილებების განხორციელებას ახალი პოლიტიკის შემუშავების გზით, მაშინ თქვენი იდეები უკეთესი მსოფლიოს შექმნისა რეალობად იქცევა. 

ეს ონლაინ კურსი ოთხი კვირის განმავლობაში გრძელდება და ნებისმიერ ახალგაზრდას ეხმარება, საკუთარ თავში მომავალი ლიდერი დაინახოს.  კურსის მიმდნარეობისას ცოდნას გაგიზიარებენ გლობალური პოლიტიკის ექსპერტები და ლიდერები, რომლებმაც მოახერხეს მსოფლიოში ცვლილებების მოხდენა. თქვენ გაეცნობით გაეროსა და გაერთიანებული სამეფოს ლორდთა პალატიდან მოწვეულ სპიკერებს და ისწავლით, როგორ შექმნათ საკუთარი სამოქმედო გეგმა. 

კურსის დასრულების შემდეგ უფასოდ მიიღებთ ბრიტანეთის საბჭოს და შემდეგი უნივერსიტეტების სერტიფიკატს: Møller InstituteChurchill CollegeUniversity of Cambridge 

რა თემებს მოიცავს თქვენი კურსი?

  • მგზნებარე ემოციის გარდაქმნა პოლიტიკად;
  • სწავლა ექსპერტებისგან;
  • ვარაუდი და ფაქტი;
  • თანამშრომლობა და ზემოქმედება;
  • საკუთარი პოლიტიკის სამოქმედო გეგმის შექმნა.

იჩქარეთ და დროულად დარეგისტრირდით! რეგისტრაცია შესაძლებელია კურსის დაწყებიდან ორი კვირის განმავლობაში.