შეფასება განსაკუთრებით მნიშველოვანი ხდება უცხო ენის სწავლებაში. სწორედ ამიტომ ჩვენ შევიმუშავეთ ეს ონლაინ კურსი. იგი გამიზნულია საშუალო სკოლის მასწავლებლებისთვის, ასევე შეფასების ასპექტებით დაინტერესებული  ნებისმიერი მსურველისთვის.

ამ კურსის მიმდინარეობისას თქვენ შეისწავლით ენობრივი კომპეტენციის შეფასების პრინციპებს. იგი დაგეხმარებათ გაიგოთ რა დგას სხვადასხვა ტიპის ტესტების გამოყენების იდეის მიღმა და როგორ გამოიყენოთ ისინი შეფასებაში. 

ტესტების შემუშავების გამოცდილი სპეციალისტები და შეფასების საერთაშორისო ექსპერტები გაგაცნობენ ენის ცოდნის და სხვადასხვა ენობრივი კომპეტენციის შეფასების პრაქტიკულ გზებს. ეს დაგეხმარებათ შეარჩიოთ და გამოიყენოთ შეფასების სათანადო საშუალებები კლასში. 

კურსი გრძელდება 4 კვირის განმავლობაში, თუმცა დარეგისტრირება მისი მიმდინარეობის ბოლო დღემდე გრძელდება. გამოყენებულ  მასალაზე წვდომა  მთელი კურსის მიმდინარეობისას შეგეძლებათ.