უფასო ონლაინ კურსი - ინგლისური ენის სწავლების პროფესიული პრაქტიკა განკუთვნილია ინგლისური ენის მასწავლებლებისთვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით. კურსი დაგეხმარებათ უწყვეტი პროფესიული განვითარებისთვის საჭირო უნარებისა და პრაქტიკის დახვეწაში. 

კურსი სასარგებლოა მასწავლებლებისთვის, რომლებსაც უწევთ დამწყებ, საშუალო და უფრო მაღალ დონეებზე სწავლება. 

მასწავლებლების წარმატების უზრუნველსაყოფად ყოველ კვირას კურსი გთავაზობთ სხვადასხვა პროფესიულ პრაქტიკას.

ყოველკვირეული თემებია: 

  • გაკვეთილის დაგეგმვა  
  • საკლასო მენეჯმენტი 
  • საკლასო რესურსები 
  • უწყვეტი პროფეიული განვითარება.

გამოცდილი მასწავლებლების მოკლე ვიდეო ინტერვიუები მსოფლიო მასშტაბის საკლასო ფილმებთან ერთად გაგაცნობთ თითოეული კვირის მნიშნველოვან საკითხებს. 

ზემოთაღნიშნული კურსი 6 კვირის განმავლობაში გრძელდება. თუმცა, ამავე დროს ის არის ძალიან მოქნილი, რადგან კვირაში მხოლოდ 2 საათს წაგართმევთ და საშუალებას მოგცემთ, რომ ისწავლოთ თქვენთვის სასურველ და შესაფერის დროს.