ჩვენი ოთხი კურსი - IELTS ტესტის გაგება მეგზურობას გაგიწევთ ყველაფერში, რაც გჭირდებათ რომ იცოდეთ IELTS ტესტისთვის მომზადებისას.
თითოეული კურსი გრძელდება სამი კვირის განმავლობაში და მოიცავს IELTS ტესტის ოთხი კომპონენტიდან ერთერთს — კითხვის, წერის, საუბრისა და მოსმენის უნარებს. ვიდეო მასწავლებლისა და IELTS ტესტის გამოცდილი პედაგოგების ჯგუფისაგან მიიღებთ რჩევას თითოეული საფეხურის შესახებ. თქვენ ასევე მოგეთხოვებათ სხვა სტუდენტებისათვის საკუთარი გამოცდილების, რჩევებისა და აზრების გაზიარება.
კურსის დასასრულს, თქვენ:
- გექნებათ ინფორმაცია IELTS ტესტის ყველა ნაწილის შესახებ
- მიიღებთ IELTS ტესტის მიზნების მისაღწევად საჭირო რჩევებს
- გეცოდინებათ თუ როგორ ფასდება IELTS ტესტი
- გექნებათ შესაძლებლობა, რომ სხვა სტუდენტებმა შეაფასონ თქვენი წერისა და საუბრის უნარები ინგლისურ ენაზე.