კურსი ორიენტირებულია ენის გაგებასა და ახალ ენაში მნიშვნელობების შესწავლაზე. რა არის მარტივი და რთული უცხო ენის შესწავლისას, და რომელია საუკეთესო გზა უცხო ენების სწავლებისას.
გასულ წელს საუთჰემპტონის უნივერსიტეტისა და ბრიტანეთის საბჭოს მიერ შექმნილი კურსი მთელი მსოფლიოს მასშტაბით 120.000 ადამიანმა გაიარა.
კურსი 4 კვირის განმავლობაში გრძელდება. მის ფარგლებში გაეცნობით ენის სწავლისა და სწავლების კვლევისა და პრაქტიკის უახლეს იდეებს.
თქვენ:
- გაეცნობით მეორე ენის შესწავლის პროცესს და გაიგებთ ენის შესწავლის მნიშვნელობას
- განიხილავთ ენის შესწავლას საკლასო ოთახებში და გაიგებთ თუ რამხელა გავლენა აქვს სწავლების მეთოდს მასზე
- გაეცნობით სწავლებისას გამოყენებულ ტექნოლოგიებს, მათ დადებით მხარეებსა თუ თანმხლებ სირთულეებს ენის შესწავლისას.