ინგლისური ენის კურსი - ნაბიჯი წარმატებისკენ!
Primary Plus Online არის ინგლისური ენის ექსპერტების მიერ შექმნილი კურსი, ორიენტირებული თქვენი შვილების წარმოსახვის განვითარებასა და თავდაჯერებულობის ამაღლებაზე.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ კურსი იყოს არამარტო სასიამოვნო სასწავლო გამოცდილება, არამედ მოსწავლემ მიიღოსმაქსიმალურ სარგებელი.
კურსი მოიცავს:
- ონლაინ გაკვეთილებს პროფესიონალ მასწავლებელთან
- ინტერაქტიულ დამოუკიდებელ სწავლებას, რომელიც მასალის განმეორებასა და მომდევნო გაკვეთილისთვის მომზადებას მოიცავს.
და ეს ყველაფერი უსაფრთხო, მოქნილ და მარტივად გამოყენებად პლატფორმაზე - Learning Hub
Learning hub პლატფორმა გაძლევთ წვდომას თქვენი შვილის პერსონალურ გვერდზე -Dashboard-ზე. თქვენ შეგეძლებათ თვალი ადევნოთ მის პროგრესს, ერთად იზეიმოთ ყოველი წარმატება და გაიგოთ სწავლების რა ეტაპზეა თქვენი შვილი.
ინფორმაცია კურსის შესახებ
ასაკი: 6-10 წლის
კურსის ხანგრძლივობა | გადასახადი დარეგისტრირებისას | მომდევნო ოთხი გადახდა |
30 კვირა
აკადემიური წელი: |
ნოემბერი 2021 იანვარი 2022 მარტი 2022 მაისი 2022 |
|
2021 წლის 4 ოქტომბრიდან 2022 წლის 25 ივნისამდე |
500 ლარი | 325 ლარი |
სწავლების სრული საფასური აკადემიური წლის განმავლობაში 1800 ლარია.
200 ლარიანი ფასდაკლება სრული აკადემიური წლის თანხის ერთიანად დაფარვისას.
100 ლარიანი ფასდაკლება (აკადემიური წლის სრულ თანხაზე) ოჯახის მე-2, მე-3, მე-4 წევრზე.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ერთ სტუდენტზე მხოლოდ ერთ-ერთი ფასდაკლება გავრცელდება
საინტერესო გაკვეთილები ექსპერტ მასწავლებლებთან ერთად, სასაუბრო უნარ-ჩვევების განვითარებისთვის
რატომ არის ჩვენი გაკვეთილები სახალისო და შედეგის მომცემი?
- ბევრი დრო ეთმობა ინგლისურად საუბარს და სახალისო აქტივობებს თანატოლებთან ერთად
- მცირე ზომის კლასები მაღალკვალიფიციური და გამოცდილი მასწავლებლები ინდივიდუალური ყურადღება თვითოეულ მოსწავლეს
- სწავლა ბუნებრივი კომუნიკაციისას
- და ბოლოს, მეცადინეოები არ არის ძალიან დიდი ხანგრძლივობის ან დამღლელი, შესაბამისად, თქვენი შვილი ყურადღებით იქნება მთელი გაკვეთილის განმავლობაში.
მომავალში წარმატების მისაღწევად საჭირო უნარ-ჩვევების განვითარება
სასწავლო პროცესის განმავლობაში ჩვენ დავეხმარებით თქვენს შვილს გამოიმუშაოს ისეთი უნარ-ჩვევები, როგორებიცაა: ლიდერობა, თანამშრომლობა და კრიტიკული აზროვნება. ჩვენს გარემოში მოსწავლეები შეძლებენ წარმოაჩინონ თავიანთი შესაძლებლობების მაქსიმუმი. ისინი:
- იმუშავებენ ჯგუფურად ან წყვილებში,რომ გაიუმჯობესონსაუბრის, პრობლემების გადაწყვეტისა და პროექტებზე ერთად მუშაობისუნარ-ჩვევები, განიხილავენ აქტუალურ თემებს, როგორიცაამაგალითად გარემოს დაცვის პრობლემები
- გახდებიან თავდაჯერებულნი და მიეჩვევიან სხვებთან ონლაინ კომუნიკაციას და ასე უკეთ მოემზადებიან ცხოვრებისა და თანამშრომლობისთვისგლობალურ, ციფრულ სამყაროში.