ელექტრონული წერილების წერა უმნიშვნელოვანესია, მაგრამ ბევრი ახალგაზრდა მუშაობას ისე იწყებს, რომ არ იცის ელექტრონული წერილების წერა და არ გაუვლია ტრეინინგი. სწორედ ამიტომ შევიმუშავეთ ონლაინ კურსი, რომელიც დაგეხმარებათ დაგეგმვის, ორგანიზების, წერისა და შესწორების უნარების გაუმჯობესებაში.

კურსის ფარგლებში თქვენ შეისწავლით ელექტრონული წერილების წერის ტექნიკას, რაც დაგეხმარებათ, რომ ისინი იყოს ადვილად წასაკითხი და გასაგები. კურსის დასრულების შემდეგ თქვენ შეძლებთ:

  • დაგეგმვისა და ორგანიზების ტექნიკების მეშვეობით სწორად შეარჩიოთ წერის მიზანი
  • სწორად შეაფასოთ და თქვენი ელექტრონული წერილები მოარგოთ სხვადასხვა აუდიტორიასა და სიტუაციებს
  • დახვეწოთ და შეასწოროთ ელექტრონული წერილი, რათა ის იყოს მოკლე, კონკრეტული და ადვილად გასაგები.

კურსი განკუთვნილია ყველა ადამიანისთვის, ვინც მუშაობს, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებისთვის, რომლებიც თავიანთი კარიერული განვითარების საწყის ეტაპზე არიან.

კურსის საფასური არის 42 ფუნტი და თქვენ გექნებათ ულიმიტო წვდომა კურსის არსებობის ვადაში (რაც გულისხმობს, რომ შეძლებთ მასალის ნახვას ნებისმიერ დროს). თანხა, ასევე, მოიცავს ელექტრონულ სერტიფიკატს, რომელიც დაგეხმარებათ განსაზღვროთ როდის ჩააბაროთ უნივერსიტეტში და როდის დაიწყოთ მუშაობა.

კურსი - "ისწავლეთ ელექტრონული წერილების უკეთ წერა" არის ძალიან მოქნილი და კვირაში თქვენი დროის მხოლოდ 4 საათს წაიღებს სამი კვირის განმავლობაში. შესაბამისად, თქვენ შეგიძლიათ ივარჯიშოთ თქვენთვის ხელსაყრელ ნებისმიერ დროს.