ირინე სხირტლაძის ქ. N2 0177 თბილისი
Telephone number
+995 322 25 04 07
Telephone number
office@ge.britishcouncil.org

About

ჩვენი სასწავლო ცენტრის ფილიალი მდებარეობს საბურთალოზე, კერძოდ,  ერთ-ერთი საუკეთესო სასწავლო დაწესებულებაში -  ევროპულ სკოლაში. ევროპული სკოლის საკლასო ოთახები აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკითპროექტორებითა და ინტერნეტის ქსელში ჩართული კომპიუტერებით, რაც მასწავლებელს შესაძლებლობას აძლევს, ფართოდ გამოიყენოს ტექნიკური რესურსი და გაკვეთილი გახადოს საინტერესო. მშობლებს კი შეუძლიათ მშვიდად იყვნენ, რადგან ჩვენ ბავშვთა უსაფრთხოების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებით ვხელმძღვანელობთ.

საჭიროების შემთხვევაში, ჩვენ ყველა შესაძლო ცვლილებას განვახორციელებთ განსაკუთრებული საჭიროებებისმქონე სტუდენტებისთვის. გთხოვთ, შეგვატყობინეთ, რა სახის დახმარება გჭირდებათდა ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით დავაკმაყოფილოთ თქვენი მოთხოვნები.

კონტაქტი და ადგილმდებარეობა

სასწავლო ცენტრის სამუშაო საათები 2019 წლის შემოდგომიდან

 

ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით

17.00–20.00

კვირა

09.30–17.30

 შენიშვნა: 2019 წლის საზაფხულო კურსების მეცადინეობები მხოლოდ რუსთაველის 34-ში ჩატარდება

 

 

შენობა

ჩვენს სასწავლო ცენტრში საბურთალოზე დაგხვდებათ: 

  • კომფორტული მისაღები 
  • თანამედროვედ აღჭურვილი ნათელი საკლასო ოთახები
  • გასართობი სივრცე ბავშვებისთვის
  • შენობის ახლოს მდებარე კაფე

ჩვენი სასწავლო ცენტრი საბურთალოზე ქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში მდებარეობს. შესაბამისად, გარშემო ყველაფერია, რაც გჭირდებათ. ავტობუსის გაჩერება და მეტროს სადგური, მაღაზიები და კვების ობიექტები სკოლის შენობიდან ფეხით სასიარულო მანძილზეა. 

ევროპულ სკოლაში განთავსებულ ცემტრთან დაკავშირებით დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვირეკოთ ნომერზე + 995 32 2 250407. საინფორმაციო ხაზის სამუშაო საათებია: ორშაბათი-შაბათი 09:30-20:00.