გაიცანით ჩვენი პედაგოგები, რომლებიც უნივერსიტეტების სტუდენტე

საქმისადამი ერთგული და მოტივირებული ჩვენი მასწავლებლები შეესაბამებიან კვალიფიკაციის უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებს და აქვთ ზრდასრულთათვის ინგლისური ენის სწავლების მდიდარი გამოცდილება.    

მასწავლებელთათვის დაწესებული ჩვენი მინიმალური მოთხოვნებია:

  • სრული უმაღლესი განათლება ან შესაბამისი კვალიფიკაცია 
  • სერთიფიცირებული განათლება ინგლისურის, როგორც უცხო ენის სწავლების კვალიფიკაციით, როგორიცაა კემბრიჯის უნივერსიტეტის პროგრამა CELTA ან ლონდონის თრინითისკოლეჯის პროგრამა CertTESOL
  • მასწავლებლად მუშაობის მინიმუმ ორწლიანი გამოცდილება 
  • ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა და პრაქტიკული გამოყენება 

მაიკო ლუკუნიძე

ძალიან მსიამოვნებს ინგლისურის სწავლება! წარმატების ყველაზე უტყუარი ნიშანი ისაა, რომ მოსწავლეები წარმატებით და თავისუფლად ურთიერთობენ ერთმანეთთან ინგლისურად და მეც თვალნათლივ ვხედავ მათ პროგრესს.“  

მაიკოს მრავალმხრივი აკადემიური განათლება აქვს; მისი განათლების პირველი სფერო სოციოლოგიაა, ხოლო მეორე - ფილოლოგია.  

მისი კვალიფიკაცია მოიცავს ინგლისურის, როგორც უცხო ენის სწავლების CELTA და Post-CELTA სერთიფიკატებს; და ასევე ბიზნეს ინგლისურის კურსის სერთიფიკატს. 

მაიკოს მრავალმხრივი გამოცდილება მოიცავს ყველა დონეზე, თითოეული ასაკობრივი ჯგუფისა და კურსის მიხედვით მუშაობას, მათ შორის ბიზნეს და სამხედრო ინგლისურის კურსების სწავლების გამოცდილებას.    

მაიკოს სპეციალიზაცია მოსწავლეების საერთაშორისო გამოცდებისთვის მომზადებაა, როგორიცაა IELTS  და კემბრიჯის ინგლისურის გამოცდები CAE და FCE.