საზაფხულო კურები ბავშვებისა და მოზარდებისთვის

ამ კურსის შესახებ

ბრიტანეთის საბჭო 6-დან 17 წლამდე ბავშვებსა და მოზარდებს სთავაზობს მოქნილ და სახალისო საზაფხულო პროგრამას! 

დაარეგისტრირეთ თქვენი შვილი ინგლისური ენის საზაფხულო კურსის ერთ, ორ ან მეტ კვირაზე: არჩევანი თქვენზეა. 

დღეში 3 საათის განმავლობაში თქვენი შვილი გაიუმჯობესებს ინგლისურად საუბრის უნარს თამაშებით, პროექტებითა და სხვა აქტივობებით. უმცროსი ასაკის მოსწავლეებისთვის პროგრამა მოიცავს მოთხრობებისა და ზღაპრების დახმარებით ინგლისური ენის შესწავლას, ხოლო შედარებით დიდი ასაკის მოსწავლეები განივითარებენ ისეთ უნარებს როგორებიცაა ლიდერობა, კრეატიულობა და პრობლემების გადაჭრა. 

რატომ უნდა აგვირჩიოთ ჩვენ

  • თქვენი შვილი აიმაღლებს თავდაჯერებულობას, ისწავლის ხალისით და მაქსიმალურად ეფექტურად გამოიყენებს არდადეგებს.
  • ჩვენი ყოველკვირეული, მოქნილი პროგრამა შერჩეულია ისე, რომ შესაძლებელია იმდენი  კვირის განმავლობაში ისწავლოს ბავშვმა სურვილისამებრ. 
  • თქვენს შვილს შესაძლებლობა ექნება ინტერაქტიულ აქტივობების, კრეატიული პროექტებისა და როლური თამაშების საშუალებით გაიუმჯობესოს ინგლისურის ცოდნა.
  • ჩვენი კვალიფიციური და გამოცდილი მასწავლებლები სპეციალურად არიან გადამზადებული ბავშებისა და მოზარდების სწავლების მეთოდიკაში.
  •  თქვენი შვილი იმეცადინებს უსაფრთხო და დაცულ სასწავლო გარემოში.

როგორ დავრეგისტრირდეთ

ასაკობრივი ჯგუფები

6 – 8

9 – 11

12 – 14

15 – 17

თუ თქვენი თუ თქვენი შვილი ბრიტანეთის საბჭოს ახალი სტუდნეტია, მას მოუწევს დონის დასადგენი ტესტის დაწერა მისი ინგლისური ენის ცოდნის დონის დასადგენად. ტესტირება მოხდება ჩვენს სასწავლო ცენტრში რუსთაველის გამზირზე და თქვენ შეგიძლიათ  დაჯავშნოთ ტესტი აქვე. 

ბრიტანეთის საბჭოს ექსკლუზიური დონის დასადგენი ტესტის ხანგრძლივობა 50-60 წუთია და  ღირებულება 10 ლარი. ის მოიცავს წერით ნაწილს, ინტერვიუსა  და პროფესიონალურ კონსულტაციას გამოცდილი მასწავლებლებისგან

კალენდარი და ფასები

ეს კურსები ჩატარდება კვირაში 5-ჯერ 3-საათიანი გაკვეთილები: დილით ან ნაშუადღევს.

დრო

გთხოვთ გაითვალისწინოთ, სხვადასხვა დონის ჯგუფებს შესაძლოა  განსხვავებული ცხრილი ჰქონდეთ. 

კონკრეტული ჯგუფის ცხრილს შეგატყობინებთ ბავშვის კურსზე დარეგისტრირების  შემდეგ.

ფასები

კვირაში 190 ლარი

თბილისის ინგლისური ენის ცენტრი

სემესტრი დაწყების თარიღი დასასრულის თარიღი
ზაფხულის სკოლა 1 27/06/2016 10/07/2016
ზაფხულის სკოლა 2 11/07/2016 24/07/2016
ზაფხულის სკოლა 3 25/07/2016 07/08/2016
ივლისის სე,ესტრი 27/06/2016 31/07/2016

ღირებულება

კურსის ტიპი კურსის ხანგრძლივობა ღირებულება
ზაფხულის სკოლა: ინგლისური+ სპორტი 15 საათი 255 ლარი
ზაფხულის სკოლა: მხოლოდ ინგლისური 15 საათი 222 ლარი
ზაფხულის სემესტრი 30 საათი 364 ლარი

დონეები

კურსის დონეები

ჩვენი საზაფხულო კურსები საგანგებოდ არის შერჩეული სათანადო დონის გათვალისწინებით. 

პედაგოგები სასწავლო მასალას თითოეული ჯგუფის ინდივიდუალური საჭიროებიდან გამომდინარე არჩევენ