რუსთაველის გამზირი # 34 0108 თბილისი
Telephone number
+995 322 25 04 07
Telephone number
office@ge.britishcouncil.org

About

სწავლების პროცესის ეფექტურად წარმართვას შესაბამისი გარემო ესაჭიროება. რადგანაც ჩვენ წარმოვადგენთ განათლების სფეროს ექსპერტებს, საქართველოში არსებული ჩვენი ინგლისური ენის ცენტრი განსაკუთრებულად მორგებულია მასწავლებელთა საჭიროებაზე - ასწავლონ ეფექტურად და მსმენელთა საჭიროებაზე - ისწავლონ წარმატებულად. ეს მათ ეხმარება, მიიღონ მაქსიმალური სარგებელი თითოეული გაკვეთილისგან და მიაღწიონ რეალურ პროგრესს

ჩვენი ფართო, ნათელი და მიმზიდველი ოთახები სტიმულის მომცემია სწავლისთვის. უახლესი ტექნოლოგიები, მასწავლებლებს საშუალებას აძლევს, გამოიყენონ სხვადასხვა მეთოდი, რათა გაკვეთილი გახდეს შინაარსიანი, სასიამოვნო და სასარგებლო.

მშობლებს კი ვანიჭებთ სიმშვიდეს, ვინაიდან  ჩვენი ცენტრი აკმაყოფილებს ბავშვის დაცულობისა და სწავლის ხელმისაწვდომობისთვის აუცილებელ უმაღლეს სტანდარტებს.

 შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტუდენტებს  შეძლებისდაგავარად შევთავაზებთ მათზე მორგებულ პირობებს, ჩვენთან სწავლისთვის.

 გთხოვთ დაგვიკავშირდეთ თუ დახმარება გესაჭიროებათ და ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით თქვენი მოთხოვნების დაკმაყოფილებას. 

თბილისის სასწავლო ცენტრი ©

Mat Wright, British Council Photos

ინგლისურის კურსები, რომლებსაც ამ ცენტრში გთავაზობთ

ბავშვებისა და მოზარდებისთვის

კალენდარი

სემესტრების თარიღები

სემესტრი დასაწყისი დასასრული
შემოდგომის სემესტრი 2/10/2017 10/12/2017
ზამთრის სემესტრი 15/01/2018 25/03/2018
გაზაფხულის სემესტრი 10/04/2018 17/06/2018
ზაფხულის სემესტრი - ივლისი 02/07/2018 12/08/2018
     

კონტაქტი და ადგილმდებარეობა

ოფისის სამუშაო საათები 

დღეები რეგულარული სამუშაო საათები
ორშაბათი - პარასკევი  09:30-17:00
შაბათი დასვენება
კვირა დასვენება

სასწავლო ცენტრის სამუშაო საათები

დღე რეგულარული სამუშაო საათები
ორშაბათი - პარასკევი  09:30-20:00
შაბათი 10:00-20:00
კვირა 10:00-18:00

დასვენების დღეები 2014 წელს 

  • 24 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით

შენობა

ჩვენი სასწავლო ცენტრი გთავაზობთ:

  • კომფორტულ პირობებს მისაღებში, სადაც შესაძლებელია წვდომა უფასო ინტერნეტთან
  • კონდიცირების სისტემასა და თანამედროვე ტექნოლოგიებს  ყველა საკლასო ოთახში
  • მეზობლად განთავსებულია კაფე

ჩვენი სასწავლო ცენტრი მდებარეობს ქალაქის ცენტრში.  საზოგადეობრივი ტრანსპორტი, სასტუმროები, მაღაზიები და კაფე-რესტორნები განლაგებულია მიმდებარე ტერიტორიაზე. 

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ტელეფონზე + 995 32 2 250407

დაგვიკავშირდით ნემისმიერ დროს ორშაბათიდან- კვირის ჩათვლით დილის 09:30-დან 20.00 საათამდე.