The English Channel გეხმარებათ, რომ გქონდეთ წვდომა ვიდეოებზე გაერთიანებული სამეფოს ხელოვნების შესახებ და გაიუმჯობესოთ თქვენი ინგლისური ენის უნარები. თუ გსურთ გაეცნოთ დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ხელოვნებასა და კულტურას და ასევე, გაიუმჯობესოთ ინგლისური ენის ცოდნა, სცადეთ The English Channel.

The English Channel მოიცავს ბრიტანეთის საბჭოსა და მისი პარტნიორების ხელთ არსებულ ბრიტანული თანამედროვე ხელოვნების საუკეთესო კოლექციებს. ციფული გამოფენებისა და ვიდეოების საშუალებით თქვენ წვდომა გექნებათ ავთენტურ, რეალურად გამოყენებულ ინგლისურ ენასთან.

ჩვენი ექსპერტების მიერ შექმნილი ინტერაქციული ვიდეობი და სავარჯიშეობი განკუთვნილია თქვენი ინგლისური ენის ცოდნისა და უნარების გასაუმჯობესებლად. თქვენ გაქვთ საშუალება გაიმდიდროთ ლექსიკა, გაიუმჯობესოთ გრამატიკის ცოდნა და მოსმენის უნარები ბრიტანული ხელოვნების გაცნობის კვლადაკვალ. ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს ახლა. 

The English Channel კონკურსის შედეგები

დიდი მადლობა ყველას, ვინც The English Channel კონკურსში მონაწილეობდა. 4000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა და სამი საუკეთესოს არჩევა ძალიან გაგვიჭირდა. სამი გამარჯვებული კონკურსანტი, რომლებიც ერთი კვირით ბრიტანეთში გაემგზავრებიან გახლავთ:  

 ·        დილარა დუმან

·         ანდელა ლაუდანოვიჩ

·        მარინა რაციბორსკა

ვიმედოვნებთ, კვლავაც გააგრძელებთ ჩვენი პორტალის ‘The English Channel’ მეშვეობით ინგლისური ენის შესწავლას.