სასიამოვნო და მხიარული სატელევიზიო გაკვეთილები ინგლისური ენის შემსწავლელთათვის!

Word on the Street ანუ "ყურმოკრული ამბები" არის BBC-სა და ბრიტანეთის საბჭოს მიერ შექმნილი ერთობლივი პროდუქტი ინგლისური ენის შესწავლის მსურველებისთვის.

ეს სატელევიზიო პროგრამა ორიენტირებულია ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოსაყენებელი ინგლისური ენის სწავლებაზე და ამასთან ერთად მოსწავლეებს აცნობს ახალგაზრდების თვალით  დანახულ თანამედროვე ბრიტანულ კულტურას. თოთეული ოცდაათწუთიანი  ეპიზოდი გადაღებულია ბრიტანეთის სხვადასხვა კუთხეში და სახალისო ინტერვიუებით დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ინგლისური ენის ცოდნა.

"ყურმოკრული ამბების" ეპიზოდები 2020 წლის 13 ივნისიდან ყოველ შაბათ-კვირას გადის პირველი არხი/განათლების ტელესკოლაში.

ამ შესანიშნავი ინიციატივის პარტნიორები არიან საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებელი.

თვალი ადევნეთ ყოველკვირეულად ჩვენ Facebook გვერდს, სადაც შაბათ-კვირას  ყოველი გადაცემის შემდეგ  განვათავსებთ დამატებითი სავარჯიშოების ბმულს და ჩვენი ექსპერტის რობ ლუისის ვიდეო რეკომენდაციებს.