კურსი განკუთვნილია ინგლისური ენის შემსწავლელი ადამიანებისთვის, რომლებიც ამასთანავე დაინტერესებული არიან ბრიტანეთის კულტურითა და ინგლისური ენის ცოდნის გაუმჯობესებით.
ყოველ კვირას კურსი მოკლე ვიდეოების საშუალებით სხვადასხვა შინაარსის თემებს წარმოგიდგენთ. ესენია: ინგლისური, როგორც გლობალური ენა, გარემო, მეწარმეობა და ლიტერატურა. დიდ ბრიტანეთში გადაღებული ვიდეოები დაგეხმარებათ თქვენი მოსმენის უნარების გაუმჯობესებაში, რადგან თქვენ გექნებათ საშუალება მოისმინოთ ადამიანების ავთენტური საუბარი ინგლისურ ენაზე.