Date
ორშაბათი 30 ნოემბერი 2015 14:55შაბათი 19 დეკემბერი 2015 14:55
ადგილმდებარეობა
ონლაინ კურსი

გაიმუჯობესეთ ინგლისური ენის ცონდა Magna Carta-ს  ანუ 800 წლიანი ისტორიის მქონე თავისუფლების დიდი ქარტიის შესწავლით, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

თქვენ უკეთ გაეცნობით ისტორიულ მოვლენას და დარწმუნდებით, რომ 1215 წელს ინგლისის მეფის მიერ ხელმოწერილი მშვიდობის ქარტია გახდა თავისუფლების და ადამიანის უფლებების დაცვის უმნიშვნელოვანესი სიმბოლო მთელს მსოფლიოში.  ამასთან, ამ თემაზე ინგლისურად საუბრისთვის აუცილებელ ფრაზებსაც შეისწავლით. 

ბრიტანეთის საბჭოს მიერ შემქნილი სასწავლო მასალის საშუალებით კურსი დაგეხმარებათ: 

  •  გაიუმჯობესოთ ცოდნა ონლაინ
  • დაუკავშირდეთ უამრავ ადამიანს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან
  • გაიუმჯობესოთ ინგლისური ენის ცოდნა
  • უკეთ გაიცნოთ ბრიტანული კულტურა.

  კურსის მიმდინარეობის თითოეულ ეტაპზე ჩვენი მასწავლებელი და მთელი გუნდი ვიდეო რესურსებით აგიხსნით თემას და გაგაცნობთ ტერმინებს, შეისწავლით ინგლისურ ენაში გამოყენებული ფრაზების ვიდეო და ტექსტურ მაგალითებს. 

 ინგლისური ენის კურსი - თავისუფლების დიდი ქარტია დროის თვალსაზრისით საკმაოდ მოქნილია და კვირაში მხოლოდ 2 საათიან მეცადინეობას მოითხოვს. კონკრეტული დროის შერჩევა მეცადინეობისთვის სავალდებულო არ არის. კურსის ხანგრძლივობა -  სამი კვირაა და თქვენ კურსის გავლა მოგვიანებითაც შეგიძლიათ. 

უფასო ონლაინ კურსები ორშაბათს. 30 ნოემბერს იწყება