Date
ორშაბათი 19 ოქტომბერი 2020ორშაბათი 09 ნოემბერი 2020

შეიტყვეთ რა უნდა იცოდეთ IELTS გამოცდის საუბრის კომპონენტის შესახებ და სწავლის სპეციფიკასთან დაკავშირებით ტესტის მაქსიმალურად წარმატებით ჩასაბარებლად.

ეს კურსი ორიენტირებულია საუბრის კომპონენტზე. თქვენ დეტალურად გაეცნობით საუბრის კომპონენტის სამ ნაწილს და შეიტყობთ მეტს ოთხი კრიტერიუმის შესახებ, რომლის მეშვეობითაც შეფასდება თქვენი საუბრის უნარი. კურსის ფარგლებში შემოთავაზებული რჩევები დაგეხმარებათ ინგლისურად საუბრის უნარის გაუმჯობესებაში და წარმატების მიღწევაში. პრაქტიკული აქტივობების დახმარებით, გაიმყარებთ თავდაჯერებულობას და მომზადებული შეხვდებით გამოცდის დღეს.